უამინდობის გამო შაბათს გასამართი მატჩი სამშაბათს ჩატარდა - თავიდან ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარებას აპირებდნენ, თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, გუნდები ცენტრალურ სტადიონზე ეთამაშებინათ.
ბრატისლავური გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია და ჯაბა კანკავა შეუცვლელად ათამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე კი 71-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
„სლოვანი“ შემდეგ მატჩს 12 თებერვალს ჩემპიონატზე დუნაისკა სტრედაში დაკ-თან გამართავს.
ბანსკა ბისტრიცა. „შტიავნიცკი“
დუკლა - სლოვანი 1:2
გოლები: 0:1 აბუბაკარი (21), 1:1
ჰანესი (43), 1:2 გავრიჩი (62)