"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილმა, ამჟამად კი "კრემონეზეს" სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ "ნაპოლისთან" მომავალ შეხვედრაზე რადიო Kiss Kiss Naples-თან ისაუბრა. მან მეტოქე და განსაკუთრებით მისი ორი ფეხბურთელი შეაქო.
"ნაპოლი" სკუდეტოს მოიპოვებს, ეს უდავოა. ამაზე დიდი ხანია ვლაპარაკობდი და არა ახლა, როდესაც "ინტერი" 13 ქულით ჩამოიტოვეს. ოსიმენი და კვარაცხელია - ევროპაში უძლიერესთა შორის ორი ფენომენია, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.
თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ ჩემი "კრემონეზე" თავის ფანებს გამარჯვებით ისევ გაახარებს. ადრე თუ გვიან სერია A-ში გამარჯვებას მოვიპოვებთ. ნეაპოლური გუნდი ჩემპიონატზე
არასოდეს არ დაგვიმარცხებია, თასზე კი ახლახან პენალტების სერიაში ვძლიეთ, რაც დიდი მოულოდნელობა იყო".