მატჩისა და ხვიჩას დაბადების დღე! - ქართული დუელი არ შედგება...

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა"-ში 22-ე ტურის დროა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში "ნაპოლი" მომავალ კვირას არ მონაწილეობს და შედარებით თავისუფალი გრაფიკის პირობებში ბოლოჯერ ითამაშებს - დღეს, 12 თებერვალს, "კრემონეზეს" უმასპინძლებს (23:45 სთ).

ტურის წინ 13-ქულიანი უპირატესობა საკმაოდ კომფორტულია, თუმცა ეს რამდენად მისცემს ლუჩანო სპალეტის საშუალებას, შემადგენლობაში როტაცია მოახდინოს, რთული სათქმელია. ამ ამბავმა სულ ცოტა ხნის წინ არ გაამართლა, როცა ნეაპოლელები თასზე ასპარეზობას სწორედ "კრემონეზესთან" გამოეთიშნენ. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც დღეს 22 წლის გახდა (რასაც ვულოცავთ), იმ შეხვედრაში არ მონაწილეობდა, ვიქტორ ოსიმენს კი ცოტა დრო
მიეცა. ამ ორი ფეხბურთელის დუეტს ყველა უფრთხის, გულშემატკივრები დიდ სიამოვნებას იღებენ და მორიგ შოუს ელიან.

Sportall.Ge

თუკი როტაციაზე ვსაუბრობთ, ყველაზე ნაკლებად ის სტანისლავ ლობოტკას ეხება, რომელმაც ხსენებულ სათასო პაექრობაში გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ჩემპიონატში მოუგებელ მეტოქესთან და რთული მატჩების წინ სამწვრთნელო შტაბს უკანასკნელი შანსი აქვს, სლოვაკი ნახევარცველის ამოსუნთქვაზე იფიქროს. მისი ალტერნატივა დიეგო დემეა, რომელიც ძალიან ცოტას თამაშობს, უფრო მეტი ვარაუდი კი იმისაა, სასტარტოში ტანგი ნდომბელე ვიხილოთ, რაზედაც ზოგიერთი იქაური მედია წერს. რთული სათქმელია, თუ არა აქ, სხვაგან სად უნდა მიეცეს თავის გამოჩენის შანსი პოლონელ ახალწვეულ ბარტოს ბერეზინსკის, რომელიც "კოპა იტალიაზე" მარჯვენა მცველის პოზიციაზე 120 წუთი გაისარჯა, თუმცა ნაკლებად დამაჯერებლად. კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოც ბევრს თამაშობს.

Sportall.Ge

რამდენიმე პოზიცია არსებობს, სადაც სპალეტის მუდმივი როტაციის საშუალება აქვს და საინტერესოა, ახლა ვის დაეყრდნობა - რუი/ოლივერა, ლოსანო/პოლიტანო და ზელინსკი/ელმასი. თამაშის ბედის დროზე ადრე გადაწყვეტის შემთხვევაში, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს მაქსიმალური დასვენების საშუალება უნდა მიეცეს.

"ნაპოლის" უახლოესი კალენდარი:

Sportall.Ge

მართალია, "კრემონეზეს" სერია "ა"-ში გამარჯვება არ უგემია, თუმცა ქვეყნის თასზე "რომაც" დაამარცხა და უძლეველი მოწინააღდმეგე არც ნახევარფინალში ელის - ფლორენციის "ფიორენტინა". გამოცდილი დავიდე ბალარდინის ხელი გუნდს მაინც დაეტყო. ლუკა ლოჩოშვილი კვლავ ტრავმირებულია. ოსიმენისა არ იყოს (ის სერია "ა"-ს იანვრის მოთამაშედ დაასახელეს), კრემონელთა მთავარი მეგოლეც ნიგერიელია. კირიელ დესრესმა ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში (4:1 ნეაპოლელთა სასარგებლოდ) გაიტანა, სულ კი 3 გოლი და 1 შედეგიანი პასი აქვს. გეტყვით, რომ თასზე "ნაპოლის" კარი შვეიცარიელმა ჩარლს პიკელმა და განელმა ფელიქს აფენა-გიანმა აიღეს.

მატჩს ლუკა მასიმი განსჯის, რომელიც უხეშობას არავის პატიობს და გაფრთხილებებს თამამად იყენებს. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებს მან "სპეციასთან" და "ტორინოსთან" უმსაჯა.

alt"გამიმართლა, რომ მათი თანაგუნდელი ვარ და არა მოწინააღმდეგე" - მერეტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა

altარის თუ არა კრახი "ნაპოლის" მარცხი, რას შეცვლიდა "კვარა" და რა პრობლემები გამოიკვეთა?

მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
15:49 11-02-2023
0
ვფიქრობ, გაჩემპიონების მერე, ოსიმენს გაყიდიან. მასზე მოთხოვნაც საკმაოდ დიდია.
რასპადორი სკამზე უზით და იქით, სიმეონესაც შესანიშნავი საგოლე ალღო აქვს.
ამ შემთხვევაში, ჩემს სურვილს კი არა, რასაც ლოგიკა მკარნახობს, იმას ვწერ. :)
მიშა
11:30 11-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული