"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია იმდენად პოპულარული გახდა, რომ არასაფეხბურთო ქვეყნების გამოცემებიც კი ხშირად აქვეყნებენ მასზე წერილებს, მაგალითად, ინდონეზიური და ვიეტნამური საიტები. დღეს ინდურმა Sportskeeda-მ სტატია გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ ევროპული ფეხბურთი მსოფლიოში მოწინავეა და ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის ქართველი დაასახელა.
1. კილიან მბაპე (საფრანგეთი/პსჟ)
2. ერლინ ჰოლანი (ნორვეგია/მანჩესტერ სიტი)
3. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი/ბარსელონა)
4. მარკუს რეშფორდი (ინგლისი/მანჩესტერი)
5. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო/ნაპოლი)
"სეზონის დაწყების წინ საქართველოს ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია შედარებით უცნობი იყო, მაგრამ უკვე სერია A-ს ერთ-ერთი დიდი ვარსკვლავი გახ
და. "ნაპოლის" ფანები მას აღმერთებენ და თავისი განსაკუთრებული უნარების გამო "კვარადონას" მეტსახელი დაიმსახურა.
კვარაცხელია 2022/23-ის სეზონის უდავოდ ნამდვილი ვარსკვლავია. მეტწილად მისი კრეატიულობისა და პროდუქტიულობის წყალობით "ნაპოლი" იტალიის საუკეთესო გუნდი გახდა. 21 წლის ქართველი წარმოუდგენელ სეზონს ატარებს და დაამტკიცა, რომ ვიქტორ ოსიმენის იდეალური მეწყვილეა.
მან ამ სეზონში "ნაპოლიში" ყველა ტურნირზე 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა".