ლა ლიგის 21-ე ტურში „ვალენსია“ სახლში „ბილბაოსთან“ 1:2 დამარცხდა.
"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ერთხელ მოახერხა თავისი გუნდის გადარჩენა, მისმა კოლეგამ უნაი სიმონმა შვიდჯერ და მატჩის გმირი გახდა.
მასპინძლები ლამაზი კომბინაციის შემდეგ კასტილიეხომ დააწინაურა. 30-ე წუთზე ნ. უილიამსი „ღამურების“ მცველებს გაექცა, მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა და სანსეტმა შეძლო სტუმრების წინ გაყვანა. ბოლოს „ვალენსია“ შტურმზე გადავიდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და მორიგი მარცხი განიცადა.
„ვალენსია“ 20 ქულით ჯერჯერობით მეთვრამეტე ადგილზეა და 21 თებერვალს გასვლაზე „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 36 688 მაყურებელი
ვალენსია - ბილბაო 1:2
გოლები: 1:0 კასტილიეხო (17), 1:1 ნ. ვილიამსი (30), 1:2 სანსეტი (72)