ფანტასტიკური ჩაკვეტაძე "სლოვანს" ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „სლოვანი“ გასვლაზე უახლოეს მდევარ დაკ-ს დაუზავდა - 1:1.

მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სამივე ქართველი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (ყვითელი ბარათი მიიღო და 90+3-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, მე-40 წუთზე კი სტუმართა გუნდის თავდამსხმელი აბუბაკარი საჯარიმოს წინ მცველმა რისვანისმა წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. მეორე ტაიმში ბრატისლაველები ინიციატივას დაეუფლენ, რომელთა რიგებში ჩაკვეტაძე გამოირჩეოდა. გიორგი უნარიანად წარმართავდა თავისი გუნდის შეტევებს და zoznam-ი და sport24 აღნიშნავენ, რომ ფანტასტიკურად თამაშობდა.
სწორედ მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის შემდეგ გაათანაბრა კუცკამ ანგარიში. ბოლოს ჩაკვეტაძემ კუცკას ხელსაყრელ პოზიციაზე გაუკეთა პასი, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია.

„სლოვანი“ 42 ქულით ლიდერია, დაკ-ს 3 ქულით უსწრებს და 18 თებერვალს ბანსკა ბისტრიცას „დუკლას“ უმასპინძლებს.

დუნაისკა სტრედა. „მოლ არენა“
დაკ - სლოვანი 1:1
გოლები: 0:1 ბლეკმანი (7), 1:1 კუცკა (68)
გაძევება: რისვანისი (40, დაკ)

მკითხველის კომენტარები / 12 /
გიო სლოვანში იმიტომ გადავიდა რომ სათამაშო პრაქტიკა ქონონოდა და ფორმა აღედგინა საჭირო არაა 10-20 გოლის გატანა ფაქტი სახეზეა რომ ჩაკვე ნელ ნელა იღდგენს ფორმას უკვე 90 წუთს თავისუფალდ თამაშობს და უბრუნდება ძველ კონდიციებს რაც ძალიან კარგია კიდე ბევრი მატჩია წინ კომფერენც ლიგის მატჩები და იმედი მაქვს სეზონის ბოლოს ფორმას ბოლომდე აღიდგეს.
3
ვუსურვებ სლოვანს ევროტურნირებზე შორს გასვლას, გიოს კი გაცილებით ძლიერ კლუბში გადასვლას!
ლაშა
00:40 13-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული