"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ლეიკემიასთან ბრძოლის ღონისძიებას დაესწრო, სადაც ანდრეა ფორტუნატოს პრიზი გადასცეს. მან ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას მაისური უსახსოვრა და "ნაპოლისა" და "კვარას" შესახებ დასმულ კითხვებზე უპასუხა.
"სიმშვიდე გვჭირდება, რადგან ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს და ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტს" შევხვდებით. ამ ეტაპზე ტურნირზე ადვილი მეტოქეები არ არიან. ეს გუნდი ჩვენსავით ძლიერია. ფრანკფურტელების თამაშები უკვე ვნახეთ და შევისწავლეთ. ძალიან რთული დაპირისპირებები გველის.
ვის მაგონებს "კვარა"? მას მართლაც აქვს დრიბლინგის, ბურთის ფლობის და ფინტების უნარი, რომელთაგან თავის დაცვა
ძალიან ძნელია. მომო სალაჰი ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ვიწრო სივრცეებში მოქმედების და შეტევების დაგვირგვინება ეხერხება. კვარაცხელია ზეწოლას არ განიცდის, მშვიდი ბიჭია, დიდი მომავალი აქვს და ასევე უნდა გააგრძელოს".
ნეაპოლში კვარაცხელიას ალექსანდრე იაშვილი და ვილი სანიოლი ესტუმრნენ
სპალეტიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს
ფაქტი და ამბავი კვარაცხელიას შესახებ, რომელიც გუშინდელი მატჩიდან ყველას გამორჩა
"მისი შეჩერება უფრო და უფრო რთული ხდება" - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს