ცნობილი იტალიური სააგენტო fantamaster-ი ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულზე, ნიცა თავაძეზე წერს.
"ვინ არის ნიცა თავაძე? კვარაცხელიას შეყვარებული, რომელიც საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად დარჩა. როგორც წესი, ხვიჩას რჩეული სოციალურ ქსელში არ აქტიურობს და განათლების მიღებაზეა კონცენტრირებული, თუმცა ხშირად ნეაპოლში, "დიეგო არმანდო მარადონას" სახელობის მოედანზე ვხედავთ. როგორც აღვნიშნე, "კვარას" შეყვარებული იტალიაში საუნივერსიტეტო ვალდებულებების გამო არ გაჰყვა.
თავად ხვიჩამაც აღიარა, რომ საჯარო აქტივობები დიდად არ ხიბლავს, ცხოვრებას კი სიმშვიდეში ამჯობინებს. წლევანდელი სეზონის სერია A-ს მთავარმა აღმოჩენამ/გმირმა განაცხადა, რომ სკუდეტოს მოგებაზეა კონცენტრირებული.
ქართველი ფეხბურთელის წარმატების
ერთ-ერთი საიდუმლო მისი მეორე ნახევარია. ნიცა სწავლას სერიოზულად ეკიდება, დიდებული მამაკაცის უკან კი ყოველთვის ძლიერი ქალი დგას. ამ ყველაფერს ეს შემთხვევაც მოწმობს. "პარტენოპეის" ქომაგებს იმედი აქვთ, რომ "კვარა" აღებული გეზით სვლას განაგრძობს და სკუდეტოზე ოცნება რეალობად იქცევა.
როგორც უკვე გითხარით, ნიცა თავაძეს სოციალურ ქსელში აქტიურობა არ უყვარს, "ინსტაგრამზე" გამომწერებს პირად ცხოვრებაზე არაფერს აჩვენებს. იმავეს თქმა შეგვიძლია ხვიჩაზეც, რომელიც პროფესიონალური კარიერის გარდა, ფაქტობრივად, არაფერს დებს, რაც სოციალური ქსელის ერაში წარმოუდგენელი და დასაფასებელია. წელს ხვიჩას მიზანი ერთია, მოიგოს იტალიის ჩემპიონატი და ნეაპოლელი ქომაგები გაახაროს".
შეგახსენებთ, "პარტენოპეი" 22 ტურის შემდეგ 59 ქულით 1-ელ ადგილზეა, მეორე პოზიციაზე მყოფ "ინტერს" კი 15 ქულით უსწრებს.
ლუჩანო სპალეტის შეგირდები მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, "სასუოლოსთან" გამართავენ. ამ მატჩის შემდეგ კი უკვე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ დაპირისპირებას ფრანკფურტის "აინტრახტთან" გამართავს. შეხვედრა 22 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.