რა შემთხვევაში შეიძენს "რეალი" კვარაცხელიას - Cadena SER-ი განმარტავს

AutoSharing Option
"რეალი" "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ "დორტმუნდის" ინგლისელი ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის გადაბირებას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ Cadena SER-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, "სამეფო კლუბი" ბელინგემის ტრანსფერის გაჩარხვას და ლუკა მოდრიჩთან, ტონი კროოსთან, დანი სებალიოსთან და მარკო ასენსიოსთან კონტრაქტების გახანგრძლივებას აპრილამდე გეგმავს.

თუ "რეალი" ბელინგემის შეძენას ვერ მოახერხებს, მაშინ კვარაცხელიას კანდიდატურას განიხილავს, მაგრამ 100 მილიონი ევროს გადახდას არ დათანხმდება, რომელიც შეიძლება "ნაპოლიმ" მოითხოვოს. თუმცა, არაა გამორიცხული, ნეაპოლელების მხრიდან მადრიდელთათვის სასურველი თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საქართველოს,მაინც არასაფეხბურთო ქვეეყნად მიიჩვევენ და ხვიჩას პროფესიონალიზმს,ნაკლებად ენდობიან.წაიყვანონ,დიდი ფული გადაიხადონ და ხვიჩას თავში აუვარდეს?!ჯერ კიდევ შეხედავენ,1-2 წელი,რას იზავს,ხომ არ მოუკლებს და თუ მოეწონათ,მერე წაიყვანენ.რეალს თუ ვინმე მართლა უნდა,ისეთ შეთავაზებას გაუკეთებს,რომ უარს ვერ ეტყვიან.ბელინგემიც და ვინისიუსიც,საფეხბურთო ქვეყნებიდან არიან და ამიტომ, მეტად ენდობიან.მე პირადად მირჩევნია ნეაპოლში დარჩეს და თვითონ შექმნას,ამ კლუბის ისტორია,დანარჩენ ბიჭებთან ერთად.მერე კი,ყველა გზა ხსნილი იქნება!
სოსო
20:59 15-02-2023
3
მთლად კაი შედეგი არ აქ წელს ლა ლიგაში ვინიციუსს, 20 თამაშში 7 გოლი 3 ასისტი მარა სკამზე არ დასვავენ სმის შანსი 0 % პროცენტია, მარჯვნივ ცდიან მაგასაც და ხვიჩა რო იყიდონ მაგასაც თუ გამოვა რამე გამოვა თუ არადა დაიკიდებენ, კაკა გაფლოპდა ბოლო ბოლო მანდ და აზარზეც დიდად არ უდარდია პერესს, მოკლედ ეხლა რეალში მისვლა საშინელი გადაწყვეტილება იქნება, რამე რო არ გამოუვიდეს მარტივად გააზამენებენ და ცალკე სტვენით აიკლებენ. ჯერ კიდევ 2-3 სეზონი ნაპოლში იდეალური იქნება კვარას კარიერისთვის.
Anjelo Antei
20:21 15-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული