მამუკა ჯუღელი: ხვიჩა ნეაპოლში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ CalcioNews24-თან მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა ისაუბრა:

"კვარაცხელიას წარმომადგენელი მხოლოდ მე ვარ. მხოლოდ ჩემთან და მამამისთან ურთიერთობს. არ არიან სხვა პირები, რომლებიც მის ინტერესებს წარმოადგენენ.

ხვიჩასადმი "რეალის" დაინტერესების თაობაზე შემიძლია ვთქვა, რომ მისი სამსახურით ბევრი სხვა კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ის მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის მოგებაზე და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ფიქრობს. აქ მოსწონს. მითხრა, რომ იტალიაში საკუთარ თავს მხოლოდ "ნაპოლიში" ხედავს. სხვა იტალიურ გუნდში არასოდეს არ ითამაშებს. მხოლოდ "ნაპოლიში". ნეაპოლში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში.

რაც შეეხება
კონტრაქტის გაგრძელებას, ჯერ არანაირი წინადადებით არ მოუმართავთ, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან და თუ რაიმე ახალი მოხდება, ამის შესახებ შეიტყობთ".

altმოიპოვებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს" - რუსეთში აზრთა სხვადასხვაობაა

alt"ნაპოლის" ფეხბურთელების დასაფასებელი საქციელი - ასე დაუდგნენ სპორტსმენები თურქეთსა და სირიას გვერდში

alt"კვარა" "იუვეს" ფანებმაც კი აღიარეს - რას წერენ "ბიანკონერის" ქომაგები სოციალურ ქსელში

alt"ნაპოლის" 30 ქულა უნდა დააკლონ - იტალიელი ჟურნალისტის სკანდალური ბრალდება "პარტენოპეის" მიმართ

მკითხველის კომენტარები / 25 /
კვარა მესხის მსგავსად არის მარცხენა გარემარბი. თითქოს ძველი, საბჭოთა პერიოდის ქართველი ფეხბურთელი, ახალი მესხი მოგვევლინა, იმ საბჭოთა პერიოდის ქართველი სუპერფეხბურთელთაგანი, რომელსაც საზღვარგარეთ თამაში არ შეეძლო...
ნელ-ნელა ვეგუებით აზრს თუ რა ძლიერი ფეხბურთელია კვარადონა!
ლაშა
21:47 15-02-2023
3
სასწაული და საოცრებაა ის რაც ხდება ეს ყველაფერი ღმერთისგანაა . მამა გაბრიელს აქვს ნათქვამი გადმოცემულია წიგნში საქართველოში ისეთი რაღაცეები მოხდება რა დავიმსახურეთ ასეთიო . მამა გიორგის (მოწამეთა)ხომ პირდაპირ ფეხბურთი ნახსენები აქვს წიგნში და აბსოლიტურად ყველა საკითხზე მნიშვნელოვანზე აქვს პასუხი გაცემული . ისინი ორივე უდიდესი მამები იყვნენ სალოსი და წინასწარმეტყველი მამები."ძალა ტანკებში როდია ჩვენი ძალა ჭეშმარიტებაშია ამბობს მამა გიორგი ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ."მისი სიტყვებია.
Offside
21:33 15-02-2023
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული