ბოლო დროს ლუჩანო სპალეტი როტაციას, ფაქტობრივად, არ მიმართავს და საქმეში ძირითადად ერთსა და იმავე თერთმეტეულს ვხედავთ. მარჯვენა შემტევის პოზიციაზე, სადაც ცვლილება უფრო ხშირი იყო, ირვინ ლოსანოს სტაბილურად ენდობიან და მატეო პოლიტანოს ცოტა დრო ეძლევა. ახლა საქმეში ჩემპიონთა ლიგა ერთვება და ყველა მწვრთნელის წინაშე ეს
ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტი დაუნდობელი გახდა და არავის იმჩნევს. შეგახსენებთ, ნიგერიელს ჩემპიონატში 17 შედეგიანი დარტყმა და 3 "ასისტი" აქვს, ქართველის ანგარიშზე კი 9 გოლი და ამდენივე საგოლე პასია. ჩვენებურს შანსი აქვს, ტოპ-ლიგებში პირველი იყოს, ვინც ორნიშნა ნიშნულებს (10 გოლი, 10 შედეგიანი პასი) მიაღწევს. ამ დუეტის შემართება, ურთიერთგაგება და ეფექტურობა ძალიან მაღალ დონეზეა. "სასუოლოსთან" პირველი წრის მატჩში "კვარამ" ვიქტორს ორჯერ გაატანინა, მოწინააღმდეგის კარი თავადაც აიღო, ოსიმენმა კი ჰეთ-თრიკი შეასრულა. რაც უნდა როტაციაზე ვსაუბრობდეთ, ის ამ წყვილს არ უნდა შეეხოს. ნეაპოლური კოლექტივი ძალიან გუნდური და შეთამაშებულია. შესაძლოა, ელიფ ელმასს ან ჯოვანი სიმეონეს სხვაზე ცოტა დრო ეძლევათ, თუმცა ისინი მაინც პროდუქტიულები და შედეგიანები არიან. ტრავმის გამო ჯაკომო რასპადორი ვერ ითამაშებს.
"სასუოლოს" საშინელი სერია ჰქონდა, თუმცა დიონისოს გუნდი ბოლო დროს ძალიან მოფერიანდა - ჯერ "მილანი" მისსავე მოედანზე დიდი ანგარიშით (5:2) დაამარცხეს, შემდეგ კი "ატალანტასაც" (1:0) აჯობეს. თუკი პირველი წრის მატჩში ხვიჩას შეჩერებას გერმანელი ტოლიანი ცდილობდა, ის ახლა ტრავმირებულია და "კვარადონას" პირისპირ "ატალანტადან" ცოტა ხნის წინ გადაბირებული ნადირ ზორტეა იქნება.
რეჯიო ემილიაში ამ გუნდების უკანასკნელი ორი შეხვედრა უხვგოლიანი ფრით (3:3, 2:2) დასრულდა, ბოლო 4 მატჩში კი ნეაპოლელებმა მეტოქეს 15 გოლი გაუტანეს. შეხვედრას ანდრეა კოლომბო განსჯის.
მამუკა ჯუღელი: ხვიჩა სხვა იტალიურ კლუბში არასოდეს ითამაშებს
"კვარამ" კვლავ გაგვაკვირვა, მაგრამ აღარაფერი გვიკვირს - სულ ცოტაა სკუდეტომდე...
აინტერესოა სილკ ზე არ ჩანს ტრანსლირება არსად და რომელ არხზე ვუყუროთ...
სეტანტა მუნჯურ რეჟიმშიი. რუსულს არ რთავთ მაგრამ ქართულად მაინც წაიყვანეთ
თამაში....