მამუკა ჯუღელი: ხვიჩა ნეაპოლში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ CalcioNews24-თან მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა ისაუბრა:

"კვარაცხელიას წარმომადგენელი მხოლოდ მე ვარ. მხოლოდ ჩემთან და მამამისთან ურთიერთობს. არ არიან სხვა პირები, რომლებიც მის ინტერესებს წარმოადგენენ.

ხვიჩასადმი "რეალის" დაინტერესების თაობაზე შემიძლია ვთქვა, რომ მისი სამსახურით ბევრი სხვა კლუბია დაინტერესებული, მაგრამ ის მხოლოდ იტალიის ჩემპიონატის მოგებაზე და "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე ფიქრობს. აქ მოსწონს. მითხრა, რომ იტალიაში საკუთარ თავს მხოლოდ "ნაპოლიში" ხედავს. სხვა იტალიურ გუნდში არასოდეს არ ითამაშებს. მხოლოდ "ნაპოლიში". ნეაპოლში თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში.

რაც შეეხება
კონტრაქტის გაგრძელებას, ჯერ არანაირი წინადადებით არ მოუმართავთ, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან და თუ რაიმე ახალი მოხდება, ამის შესახებ შეიტყობთ".

altმოიპოვებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს" - რუსეთში აზრთა სხვადასხვაობაა

alt"ნაპოლის" ფეხბურთელების დასაფასებელი საქციელი - ასე დაუდგნენ სპორტსმენები თურქეთსა და სირიას გვერდში

alt"კვარა" "იუვეს" ფანებმაც კი აღიარეს - რას წერენ "ბიანკონერის" ქომაგები სოციალურ ქსელში

alt"ნაპოლის" 30 ქულა უნდა დააკლონ - იტალიელი ჟურნალისტის სკანდალური ბრალდება "პარტენოპეის" მიმართ

მკითხველის კომენტარები / 25 /
ერთი არ ატრაკუნებდეს,მშობლიური სახლი ყოველთვის ფორ ევერ!აქ კი რაც უფრო ადეკვატური ანაზღაურებას ფეხბურთელის შესაძლებლობების ირგვლივ ,ამ პროფის? ნათქვამი,მით უფრო სიმართლეს შეესაბამება.
ზ.მ.
15:20 03-03-2023
0
კვარაზე სულერული კონტრაქტი არავის აქვს
gela
10:12 03-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული