თანხმობა 100 მილიონ ევროზე - პრემიერლიგის გუნდი მზადაა, ხვიჩას სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს

AutoSharing Option
Tribal Football-ი იუწყება, რომ "ნიუკასლი" ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს იხმარს.

აღნიშნული წყარო უფრო შორსაც მიდის და აღნიშნავს, "კაჭკაჭები" მზადაა, ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. გუშინ მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა თქვა, რომ კვარაცხელიას შეძენით არაერთი დიდი გუნდია დაინტერესებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "ნიუკასლი" საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის საკუთრებაა, რომლის ბიუჯეტიც 320 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება, რითიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათთვის დიდი თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.

კომპანიის მენეჯერი მოჰამედ
ბინ სალმანია, რომელიც საუდის არაბეთში მეფის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. ბინ სალმანი საუდის არაბეთის ეკონომიკისა და განვითარების საბჭოს თავმჯდომარეცაა.
მკითხველის კომენტარები / 55 /
Niukasli meotxea da didi dzalisxmeva dachirdeba rom am adgilze darches da ligaze itamashos,rom ver gavides momaval wels kvara ligis gareshe codoa ...tan sad niukasli da sad reali an siti...
Givi
16 თებერვალი 2023 17:37
0
რა უნდა ამ საშუალო დონის გუნდში?
giorgi 3
16 თებერვალი 2023 17:30
2
მოდი მეორე მხრიდან შევხედოთ. სიტყვაზე დიდი ფული რომ ჩაიდოს ნიუკასლში,გაკეთდეს მაგარი ტრანსფერები და გახდეს სიტივით დომინანტური გუნდი. ამ შემთხვევაში როგორ ხედავთ კვარას როლს და ტრანსფერის აზრს?
რაბუ
16 თებერვალი 2023 17:29
4
ფულის ჩადებას უეცარი დომინანტურობა არ მოაქვს. პესეჟემ 20 ნიუკასლისხელა ინვესტიცია ჩადო ტრანსფერებში,მარა ხან ვინ აგდებს ხან ვინ დაჟე სისტემატიურად ჩემპიონატსაც ვერ იგებს. სიტის მილიარდზე მეტი მარტო დაცვაში აქვს ჩადებული და დღემდე მყვირალა გუნდად ითვლება ლიგაზე. ჩემპიონატში კი მოიგო ტიტულები,მარა ეგ უფრო მანჩესტერის და ჩელსის დასუსუტების ბრალია. ჩელსიში ფული 2004ში ჩაიდო და ლიგა პირველად 2012 ში მოიგებს. ნიუკასლში გაისად ფული რომ ჩაიდოს სანამ შედეგა გამოიღებს ხვიჩა კარიერას დაასრულებს. რეალში,ბაიერნში ან მსგავს გუნდებში ფულის ჩადება დაუყონებლივ შედეგს გამოიღებს მარა ნიუკასლისნაერ გუნდების დომინანტობა რანაირად წარმოგიდგენიათ ჩემამდე არ მოდის ჯერ პსჟ -სიტის დომინანტობა არ გაიშვას არსად ]]]]])
რაბუს
16 თებერვალი 2023 21:10
1
ძალიან რთული მომენტია….ნიუკასლი მაგარ ხოდზეა და პრინციპში დიდი გუნდიც იყო და იქნება მუდამ მაგრამ პრეტენზია გვაქვს რეალზე ან სიტიზე მინიმუმ და რავიცი რავიცი….მომავალ სეზონში შეიძლება ჩემპიონოც გახდეს ნიუკასლი და ლიგაზეც გავიდეს მაგრამ ნაპოლიდან წინ გადადგმული ნაბიჯი ეს ნამდვილად ვერ იქნება ….რეალი სიტი ლივერპული ბაიერნი ბარსელონა კი ბატონო….
ჰასანშაში
16 თებერვალი 2023 17:09
10
იმედია, ეგეთ სისულელეზე არასოდეს მოაწერს ხელს.
გიო
16 თებერვალი 2023 17:08
7
კვარამ იბრწყინოს და ნიუკასლსაც ვუქომაგებ. არც ნაპოლის ფანები ვყოფილვართ, მაგრამ ახლა ხომ მატჩს არ ვმაზავთ. ისე, მეც კვარასავით „რეალი“ მირჩევნია და თუ მხოლოდ ფულით აჯობა ვინმემ, მეც გამიტყდება.
ქომაგი
16 თებერვალი 2023 17:05
4
არ წავა ალბათ, იმედია არ იზამს მაგას. ნიუკასლის თამაშების ყურებაღა მაკლდა :დდ
ABCABC
16 თებერვალი 2023 16:42
1
ნიუკასლი შედის დიდი გუნდების სიაში?
555555
16 თებერვალი 2023 16:35
2
Ara ra didi gundia newcasli,maxsovs "qecba "rom gadavida sadebiuto tamashi tv25 ma achvena amxanaguri(goli gaitana gundi ar maxsivs),mere ligazee shevidnen temos golit(zagrebshi) ik 3it3 barsastan(aspfilia 3meve)magram xvicha sadacaa iq iyos 2/3 weli jobia,chemi subiewturi azria!!
L.J .
16 თებერვალი 2023 18:35
1
სიტიზე ან ჩელსიზე რით ნაკლებია? ეხლა მთავარი ფინანსებია.
ნიკი
16 თებერვალი 2023 17:29
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული