"სასუოლოს" მწვრთნელი: კვარაცხელია უნდა შევზღუდოთ და ერთი-ერთზე არ დავტოვოთ

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "სასუოლოს" მწვრთნელ ალესიო დიონისის ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებას.

"ორი ან სამი ნახევარმცველით ვითამაშებთ. ეს სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ვეცდებით, ნახევარდაცვა უფრო მოქნილი გვყავდეს და არ დავუშვათ, რომ კონტრშეტევაზე დაგვიჭირონ. ამიტომ ბევრი სირბილი დაგვჭირდება.

კვარაცხელიას შესაძლებლობები ექნება. უნდა შევზღუდოთ და ერთი-ერთზე არ დავტოვოთ. მიზანია რიცხობრივი უპირატესობა არ ჰქონდეთ. ამისათვის მცველების დახმარება ნახევარმცველებს მოუწევთ. ძნელია ყოველთვის თანაბარ პოზიციაში აღმოჩნდე. დარწმუნებული ვარ, ენერგიულად ვითამაშებთ", - უპასუხა დიონისიმ.

პირველ წრეში "ნაპოლიმ" სახლში "სასუოლოს" 4:0 სძლია, ხვიჩამ კი გოლი გაიტანა და
ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

"სასუოლოსა" და "ნაპოლის" შეხვედრა 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
საბჭოთა კავშირის დროს,როდესაც თბილისის დინამო ევროთასებზე გამოდიოდა,ევროთასების წინა ტურში,ყველა გუნდი,კიდევ უფრო ხისტადაც არა,უხეშად გვეთამაშებოდა ხოლმე.იცოდნენ ,რომ დინამოელები დამტვრევას მოერიდებოდნენ და ამის გამო,ქულებს ვკარგავდით.ახლაც,ნაპოლის,სკუდეტოზე,ისეთი უპირატესობა აქვთ,შესაძლოა,სასუოლომ,სწორედ ამაზე ააგოს თამაში და ნაპოლიმაც, თავი აღარ გაიმეტოს.უზარმაზარი უპირატესობა,ნაპოლის საშუალებას აძლევს,მხოლოდ ლიგაზე მოახდინოს რესურსების მიმართვა.5 თამაშის წაგების უფლება აქვს,პირველი ადგილის დაკარგვის რისკის გარეშე და ამ ფორას,ნაწილობრივ მაინც გამოიყენებს,ნაპოლი.
სოსო
15:48 17-02-2023
1
ჩემი ფსონი:
ორი გოლი + ერთი საგოლე პასი.
მთლიანი ფსონი 10 ლარი - მარტივად, გარანტირებულად!!!!!!!!
ოპტიმუს
00:58 17-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული