"ნაპოლისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "სასუოლოს" მწვრთნელ ალესიო დიონისის ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს ხვიჩა კვარაცხელიას განეიტრალებას.
"ორი ან სამი ნახევარმცველით ვითამაშებთ. ეს სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ვეცდებით, ნახევარდაცვა უფრო მოქნილი გვყავდეს და არ დავუშვათ, რომ კონტრშეტევაზე დაგვიჭირონ. ამიტომ ბევრი სირბილი დაგვჭირდება.
კვარაცხელიას შესაძლებლობები ექნება. უნდა შევზღუდოთ და ერთი-ერთზე არ დავტოვოთ. მიზანია რიცხობრივი უპირატესობა არ ჰქონდეთ. ამისათვის მცველების დახმარება ნახევარმცველებს მოუწევთ. ძნელია ყოველთვის თანაბარ პოზიციაში აღმოჩნდე. დარწმუნებული ვარ, ენერგიულად ვითამაშებთ", - უპასუხა დიონისიმ.
პირველ წრეში "ნაპოლიმ" სახლში "სასუოლოს" 4:0 სძლია, ხვიჩამ კი გოლი გაიტანა და
ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
"სასუოლოსა" და "ნაპოლის" შეხვედრა 17 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.