როგორც მოსალოდნელი იყო - მამარდაშვილი ბარახასთვისაც პირველი ნომერი იქნება

AutoSharing Option
ესპანური eldesmarque "ვალენსიას" ახალი მწვრთნელის, რუბენ ბარახას გეგმებზე წერს, თუ რომელი ფეხბურთელების როტაციასა და ტაქტიკური სქემის შეცვლას აპირებს ის.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ღამურების" ახალი თავკაცი საქართველოს ნაკრების კიპერ გიორგი მამარდაშვილს არ შეეხება და ის "მესტალიაზე" კვლავ პირველი ნომერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიასთვის" ბარახა მიმდინარე სეზონში მე-3 დამრიგებელია. გუნდი გასავარდნ ზონაშია და სასწრაფოდ ქულების დაგროვება ესაჭიროება. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, "ღამურები" პირველ შეხვედრას 20 თებერვალს "ხეტაფესთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტყუილად გაუშვეს ბორდალასი...
gogi
20:17 17-02-2023
0
ბარო გელა:))
აჩი
15:48 17-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული