"აინტრახტის" მწვრთნელი: კვარაცხელიასთან ფლანგელები მარტო არ უნდა დავტოვოთ - "ნაპოლი" არაიტალიურად თამაშობს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ნაპოლი" "აინტრახტს" დაუპირისპირდება. მომავალი მატჩების წინ "გაძეტა დელო სპორტთან" ფრანკფურტული გუნდის მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"მე აქტიური ფეხბურთის მიყვარს, რომელსაც "ნაპოლი" თამაშობს. ჩემზე მათმა თამაშის სტილმა შთაბეჭდილება მოახდინა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცოტა არაიტალიურმა. ამ მხრივ ისინი სერია A-ში გამორჩეულები არიან. ყოველთვის ვცდილობთ მეტოქეზე ზეწოლა მოვახდინოთ, უპირატესობა ბურთის ფლობის მხრივ დინამიური ინტენსივობით გვქონდეს, რათა კარისაკენ გზა სწრაფად მოვნახოთ. "ნაპოლისთან" საერთო მანერა გვაქვს, მაგრამ წინ მოკლე გადაცემებით მივიწევთ, ხაზებს შორის პოზიციების სწორად შერჩევით
და მეტოქის დაცვაში ცარიელი სივრცის მოძებნით. "ნაპოლი" უფრო ფართოდ უტევს.

ვფიქრობ, "ნაპოლი" სკუდეტოს მოიგებს, რაც დიეგო მარადონას შემდეგ პირველად მოხდება. დიეგო ჩემი კერპი იყო. 12 წლის გახლდით, როდესაც მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე მომხიბლა. ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო. გახარებული ვარ გუნდის, ქალაქის და გულშემატკივრების გამო. თუმცა, მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მოედანზე არაფერს არ დავუთმობთ და გამარჯვებას შევეცდებით.

კვარაცხელიას არ ვიცნობდი. გამიკვირდა, რომ ახალგაზრდა ქართველს ამდენი უნარები გააჩნია და ასე უცბად წარმოაჩინა სერია A-ში თავი. ეს ადვილი არ არის. ფლანგიდან უტევს, შემდეგ დრიბლინგით ცენტრისკენ იწევს, ორივე ფეხით შეუძლია დარტყმა. მნიშვნელოვანია ჩვენი ფლანგელები მარტო არ დავტოვოთ, რათა მისი გაკონტროლება მოვახერხოთ.

ყველა გუნდს აქვს თვისი სუსტი წერტილი. "ნაპოლი" შესანიშნავად ბალანსირებულია, ბევრი მათ შეტევას აქებს, თუმცა ძალიან ცოტა გოლს უშვებენ, კარგი დაცვა ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე მომენტის შექმნას შევძლებთ და დამაგვირგვინებელ ფაზაში ეფექტურობა დაგვჭირდება.

ვინც ჩვენთან მოდის, იცის, რომ გარეთ ცივა, სტადიონზე კი "ცხელა", ჩინებული ატმოსფეროა, სავსე ტრიბუნები".

მკითხველის კომენტარები / 4 /
...გამარჯვებით დასრულდა 5 თებერვალს უკრაინულ „ოლექსანდრიასთან“ შეხვედრა (4:2); ბათუმელებმა 9 თებერვალს ლატვიურ „ლიეპაიას“ სძლიეს (3:0), 13 თებერვალს – უზბეკურ „ფახთაქორს (2:0), რომელმაც ამის შემდეგ კიევის „დინამო“ 1:0 დაამარცხა. ბოლო სპარინგში კი, 16 თებერვალს, ბათუმის „დინამომ“ ყაზახეთის „აკსუსაც“ მოუგო (1:0).
ყოჩაღ კვარას ყოფილ კლუბს, რომელმაც თბილის დინამოსგან განსხვავებით ყველა მატჩი მოიგო და თვით კიევის დინამო დაამარცხა. ასე რომ, ბათუმი სავარაუდოდ ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება!
ლაშა
20:11 17-02-2023
4
„18 დღეში დერბის ორჯერ მოგება სიგიჟეა, მაგრამ ორივეს მოგება გვინდა, პირველი იმიტომ, რომ სუპერთასის ტიტულს ნიშნავდა. ვიცნობებ სკუდეტოს მოგებაზე და თუ ეს მოხდება, გპირდებით, რომ ალვანოს სიმღერას ვიმღერებ“ - თქვა მხითარიანმა.
ах сирун сирун...:-დ
ამის და ამისნაირების ჯიბრზე ვინც გულიანად არ ითამაშოს ფეხბურთი საქართველოს ნაკრების რიგებში ფურთხის ღირსია!
ლაშა
20:04 17-02-2023
2

სიახლეები პოპულარული