პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში "ლეხი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ზაგლემბესთან".
მასპინძელთა გუნდში შესვენებამდე ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი წიტაიშვილი კი მწვრთნელმა ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა. სტუმართა რიგებში განაცხადში არ იყო გურამ გიორბელიძე, ხოლო თორნიკე გაფრინდაშვილი არ ათამაშეს.
"ლეხი" 36 ქულით მესამე ადგილზეა, 24 თებერვალს კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში "ბოდო გლიმტს" უმასპინძლებს, 26 თებერვალს კი ჩემპიონატზე სტუმრად "შლიონსკს" დაუპირისპირდება.