გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს

AutoSharing Option
22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, "აინტრახტი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ფრანკფურტული გუნდის ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ ისაუბრა:

"ჯგუფურ ეტაპზე ბევრი რამ ვისწავლეთ და მერვედფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ვიცით, რა რთული დაპირისპირება გველის. გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ გადამწყვეტი სწორედ დეტალები იქნება. შეიძლება სენსაციური მატჩი ვიხილოთ. პლეი-ოფის თამაშებს მოუთმენლად ველოდებით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. ამ რთულ დაპირისპირებაში გულშემატკივრები დაგვეხმარებიან. პოზიტიურად ვართ განწყობილი, კარგად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, "ნაპოლისთანაც" ასე იქნება. სამივე ტურნირზე კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით.
ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის
წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ. სიფრთხილე გვმართებს. ორივეს ჩინებული უნარები და ხასიათი აქვს, ყოველ სამ დღეში აჩვენებენ, რაც შეუძლიათ. გავიმეორებ, მატჩს მოუთმენლად ველი, რათა ტოპ-დონის ამ ფეხბურთელებთან საკუთარი შესაძლებლობები გამოვცადო. მათ სკუდეტოს მოგების შესანიშნავი შანსი აქვთ.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებს და ლეო მესის ვგულშემატკივრობდი. მინდოდა, გაემარჯვათ და გაიმარჯვეს კიდეც. ფინალს ჩემთან ერთად ჩემმა შვილმა უყურა და ძალიან გავიხარეთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ დამტვრეულიყო დი მარია 2014ში მაშინ არგენტინას ვერ მოუგებდა გერმანია,მესი ჩაკეტეს და მარტო პალასიოსი დარბოდა(ქვილითაიას დონის თავდამსხმელია)
Levani
21 თებერვალი 2023 20:43
0
ხო სულ დამავიწყდა,მარიო კარგი ფეხბურთელი კი ხარ,მაგრამ დღეს შენი გუნდის მცველებს ხვიჩა და ოსიმენიც გაჩენის დღეს აწყევლინებენ,ისეთ დღეში ჩააგდებენ რომ საერთოდაც ფეხბურთის თამაშს შეაჯავრებენ!!!
ზაზა
21 თებერვალი 2023 16:30
3
მარიო გიოტცეს და აინტრახტს შანსი არა აქვთ,არანაირი შანსი,ნაპოლი ორივე შეხვედრას მოიგებს!ხვიჩა და ოსიმენიც დაფრინავენ!!!
ზაზა
21 თებერვალი 2023 10:34
1
1-1
სააკაძე
21 თებერვალი 2023 10:25
8
ისე არცისე ადვილი თამაში იქნება, ექსტაზში არ უნდა ჩავვარდეთ... პირველი თამაში შედეგის მიუხედავად არაფერს გადაწყევტს... ნაპოლიზე სიუჟეტი ქონდათ და კომენტარებში ძაან ფრთხილად და პატივისცემით იყვნენ გულშემატკივრები და იგივე მართებს ნაპოლისაც ჩემი აზრით... ცივი გონებით უნდა დაბრდღვნან იქაურობა, მარა თუ ვერ დაბრდღვნეს არც ეგ იქნება კატასტროფა
რა მაფიაა?
21 თებერვალი 2023 08:53
0
ასიანი ხარ !
გიო
21 თებერვალი 2023 00:24
0
რა დრო დაგვიდგაა - გერმანიის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი (90 თამაში გერმანიის სხვადასხვა ნაკრებებში) ამბობს ქართველ ფეხბურთელზე--მატჩს მოუთმენლად ველი, რათა ტოპ-დონის ამ ფეხბურთელთან საკუთარი შესაძლებლობები გამოვცადოო !! ძალიან ამაყი ვაარ ! და მადლობა ხვიჩინიოს ამისთვიის ))))
zura222
21 თებერვალი 2023 00:23
1
კლოპის დორტმუნდში ეს როისი და ლევანდოვსკი დაფრინავდნენ, მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ხვალ შანსი არ გაქვთ. პირველ შეხვედრაშივე გაირკვევა მეოთხედფინალისტი.
დათო
21 თებერვალი 2023 00:12
0
ოხ გიოტცეე შენრახარრ. ერთი გოლით შევიდა ისტორიაში. თავისზე ბევრადდ მაგარი ფეხბურთელები დაავიწყდება ხალხს მაგრამ გიოტცე ყველას ემახსოვრება მითუმეტეს გერმანიაში. კაცი რომელმაც მესი კინაღამ მსოფლიოს გარეშე დატოვა. კიდეკაი 8 წლის მერე ლეომ მაინც მიაღწია მიზანს და უკვე ვპატიობ გიოცეს იმ გოლს : ))))
ქართველი
20 თებერვალი 2023 22:58
1
ჰოო, 2014 ში გერმანია დანარჩენ გუნდებზე, ერთი თავით მაღლა იდგა. არგენტინა ჯახირით გავიდა ფინალში და მესისაც რატომ მისცეს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კაცმა არ იცის.
ციციკორე
21 თებერვალი 2023 09:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული