სპალეტი: ოსიმენმა და კვარაცხელიამ მსოფლიო ფეხბურთს შეტყობინება უნდა გაუგზავნონ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მეტოქეს ევროტურნირებზე პლეი-ოფებში თამაშის მეტი გამოცდილება აქვს, ძალიან აგრესიულად უტევს და გუნდებს მეოთხედფინალში გასვლის თანაბარი შანსები აქვთ.

"ოსიმენი და კვარაცხელია - ორივე ნიჭიერია, აქვთ ტალანტი, ფანტაზია და ხარისხი, რათა მსოფლიო ფეხბურთს შეტყობინება გაუგზავნონ. ამასთან, ახალგაზრდები არიან. დე ლაურენტისმა და ჯუნტოლიმ კანდიდატთა დიდი სიიდან სწორი არჩევანი გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, მათ ამ შეხვედრაში საქმისადმი სწორი მიდგომა ექნებათ", - აღნიშნა სპალეტიმ.
"ნაპოლის" თავკაცის თქმით, ის კვარაცხელიას იმას ვერ მოსთხოვს, რასაც დი ლორენცოს, მაგრამ
მეტოქის იერიშებისას შემტევები მცველების დასახმარებლად უკან უნდა დაბრუნდნენ.

მკითხველის კომენტარები / 21 /





ხვიჩა დიდი ხანია უკვე ამას ყოველდღიურად ამტკიცებს


ლექხო
22:28 21-02-2023
1
აქ გამოთქმულ ზოგიერთ აზრს მინდა გამოვეხმაურო. ვაღიარებ პირადა მე რაც ხვიჩა ნაპოლიში გადავიდა იმის შემდეგ ფეხბურთში სხვა აღარავინ და აღარაფერი მაინტერესებს. საქართველოს ჩემპიონატი რომ დაიწყება იმასაც დაკვირვებით ვუყურებ, იქნებ ხვიჩას, ხურცილავას, დიდი მანუჩარის, ყიფიანის... მემკვიდრები შევნიშნო და შევაქო! ნაკრების თამაში კი საერთოდ ჩემი საქართველოს წარმატება-წარუმატებლობასტან მაქვს გაიგივებული!
aburjga
20:31 21-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული