ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მეტოქეს ევროტურნირებზე პლეი-ოფებში თამაშის მეტი გამოცდილება აქვს, ძალიან აგრესიულად უტევს და გუნდებს მეოთხედფინალში გასვლის თანაბარი შანსები აქვთ.
"ოსიმენი და კვარაცხელია - ორივე ნიჭიერია, აქვთ ტალანტი, ფანტაზია და ხარისხი, რათა მსოფლიო ფეხბურთს შეტყობინება გაუგზავნონ. ამასთან, ახალგაზრდები არიან. დე ლაურენტისმა და ჯუნტოლიმ კანდიდატთა დიდი სიიდან სწორი არჩევანი გააკეთეს. დარწმუნებული ვარ, მათ ამ შეხვედრაში საქმისადმი სწორი მიდგომა ექნებათ", - აღნიშნა სპალეტიმ.
"ნაპოლის" თავკაცის თქმით, ის კვარაცხელიას იმას ვერ მოსთხოვს, რასაც დი ლორენცოს, მაგრამ
მეტოქის იერიშებისას შემტევები მცველების დასახმარებლად უკან უნდა დაბრუნდნენ.