დებიუტში უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. მასპინძლებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს, მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ და კოლო მუანიმ მახვილი კუთხიდან ვერ უწია მიზანს. „ნაპოლიმ“ პირველი მომენტი მე-19 წუთზე შექმნა, როდესაც საჯარიმოს გარედან კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარე ტრაპმა მოიგერია. ფრანკფურტული გუნდი მეტოქეს სივრცეებს უზღუდავდა, გასაქანს არ აძლევდა, ხვიჩას კი ტუტა ყურადღებით მეურვეობდა. 36-ე წუთზე ლოსანო საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ ოსიმენი საჯარიმოში წააქციეს, პენალტიდან გატანა კვარაცხელიას ტრაპმა არ დაანება.
მე-40
წუთზე ლოსანო მოწინააღმდეგეს გაექცა, პასი ვიქტორს გაუკეთა და მან ნეპოლელები დააწინაურა. მერე ოსიმენს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
აინტრახტი - ნაპოლი
გოლი: 0:1 ოსიმენი (40)
გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (36)