"მომავალ სეზონში "რეალში" ვიხილავთ" - კარაგერი "კვარაზე"

AutoSharing Option
22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ნაპოლი" "აინტრახტს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი შეასრულა და გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა. "კვარას" შესახებ ცნობილმა ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა ისაუბრა და 22 წლის მოთამაშის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

"ვფიქრობ, რომ ევროპაში ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშეა. მისი მსგავსი ფეხბურთელი იშვიათია. რაც მთავარია, განვითარებისთვის დრო კიდევ აქვს და ეს შეუძლია. ჩემი აზრით, მადრიდის "რეალში" თამაში შეუძლია და შესაძლებელია ეს მომავალ
სეზონშიც მოხდეს. განსაკუთრებული ბიჭია", - განაცხადა კარაგერმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "აინტრახტის" განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

alt"ერთი გოლის გატანის შანსი კიდევ გვქონდა" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ

alt"მათ "სიქსტეს კაპელას" ვუწოდებ - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლის" თამაშით აღფრთოვანებულია

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

altკვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი და დიდებული საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მაგარი ბიჭი გვყაბს..გვეამაყება..თუმცა თავადაც იცის რომ განვითარევისთვის უნდა დარჩეს..და ერთიც..დღესდღეობით ვინისიუსს რეალში ვერავინ ამოაჰდებს შემადგენლობიდან მას აქვს თავისი პლუსები...თუმცა მომავალში კვარა ან რეალში ან ბარსაში..ამ ეტაპზეც კი ბარსაში უფრო ჩაჯდება..ანჩელოტი სხვა ტიპის მწრთვნელია..ნუ ჩემი მოკძალებული აზრია
კიეზა
22 თებერვალი 2023 21:18
0
ხვიჩა ნეაპოლში ბრილიანტია ხოლო მადრიდში ელმასი იქნება, რომელიც ათი ან ოცი წუთით შემოდის სათამაშოდ და იბრძვის გუნდში პოზიციის მოსაპოვებლად.ორ- სამ წელიწადში მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში შეძლებს პირველივე დღიდან ლიდერად გადაქცევას !
1964 ავთო
22 თებერვალი 2023 19:51
0
ვინისიუსს ძალიან განსაკუთრებული არ გაუკეთებია, კი ითამაშა, მაგრამ ხვიჩა უფრო პროგრესირებს, ვიდრე ჯუნიორი. რეალმა 3 ბურთის უპირატესობით მოიგო, ნაპოლიმ კი 2 ბურთით, თუმცა სამითაც შეეძლო... სულ მალე გამოჩნდება ვინაა უკეთესი და რეალისთვის ხვიჩა ძალებს გაანაწილებს და დამიჯერეთ, მის კარიერაში საუკეთესო თვისებებს გამოავლენს!
ე ვისურვებდი საფეხბურთო სამყარომ დაინახოს თუ ვინაა მესხის სამშობლოდან!
ჩვენ გველის ნაპოლის ყოფლი და ამჟამინდელი მწვრთნელის დაპირისპირება...
ლაშა
22 თებერვალი 2023 18:13
4
ხვიჩას პოზიციაზე ვინისიუსი მყარად დგას,შეეშვით სისულელეების წსრას
ასეა ეს
22 თებერვალი 2023 14:33
0
რეკორდი მაშინ გენახათ ორი ნაღდი ბურთი რომ გაეტანა.
თემო
22 თებერვალი 2023 14:19
1
ამ ზაფხულს თუ არა მომავალ ზაფხულს შეიძლება მართლა აღმოჩნდეს რეალში, ამისათვის ვინისიუსზე უკეთესი უნდა გახდეს ერთ წელიწადში და მბაპეს დონეზე იყოს, თორემ ფრანგი მომავალ წელს თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობით რეალი კიდევ ერთხელ შეეცდება მის გადმობირებას.
მამუკა
22 თებერვალი 2023 13:19
1
რეალია არის საფეხბურთო მექა-მწვერვალი.
სულელია ის ვინც მის შემოთავაზებაზე უარს ირტყვის.
ეს გააკეთა მბაპემ და კი ჭამა ბებიამისისა.
las
22 თებერვალი 2023 12:39
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული