"თუ ხვიჩას ფანი აღარ ჰყავს, მაშინ მე ცოცხალი აღარ ვარ" - "ნაპოლის" ოფიციალური გვერდი "ტვიტერზე" წერილს აქვეყნებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ნაპოლი" "აინტრახტს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 63-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა და გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა.

"ნაპოლის" ოფიციალური გვერდი "ტვიტერზე" ხვიჩას შესახებ ემოციურ წერილს აქვეყნებს.

"თუ ხვიჩას ჰყავს მილიონი ფანი, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. თუ ხვიჩას ჰყავს 10 ფანი, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. თუ ხვიჩას მხოლოდ ერთი ფანი ჰყავს, ეს მე ვარ. თუ ხვიჩას ფანები აღარ ჰყავს, ეს ნიშნავს, რომ მე ცოცხალი აღარ ვარ".

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ
ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. "ნაპოლისა" და "აინტრახტის" განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

alt"ვაღიარებ, მათი არ მჯეროდა" - იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლიზე"

alt"გავყიდე მოთამაშეები, რომლებსაც მოტივაცია აღარ გააჩნდათ" - დე ლაურენტისის ინტერვიუ

alt"როგორც ჩანს, ისიც ადამიანია" - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს

მკითხველის კომენტარები / 15 /
არვიცი რა აქვს ამ ბიჭს ისეთი, რომ უმრავლესობას უზომოდ უყვარდება, სადაც იყო, არის სადაც გადავა ყველგან. რონალდუს უვლიან ზედ გაფუჭებულ პენალზე, ხვიჩაც მსოფლიო მასშტაბებზე გადის უკვე და წესით ჰეითი დიდი უნდა იყოს მის მიმართაც, მაგრამ ნახეთ ყველაფერი პირიქითაა. ნეაპოლელები როგორ ამხნევებდნენ, პენალზე არც იფიქრო კვარა, ფენომენი ხარო, ეგრე ეძახდნენ, კომენტარებშიც უწერენ, პენალი დაიკიდეო. ალბათ იმიტომ არის ეგრე, რომ მაგ პენალის მერე საოცრება პასი გააკეთა, მაგრამ მაინც გამოსარჩევია მის მიმართ სიყვარული. ძალიან ცოტას ერგო ეგეთი სიყვარული.
მე პირადად გული გამიჩერდა რომ ვერ გაიტანა პენალი მაგრამ ეგრევე ძალა მოვიკრიბე და ადამიანების რეაქციებს დავაკვირდი, ეგეც ხომ უნდა გამოგვეცადა.
რუბინში რომ გააფუჭა პენალი, შეიძლება არ გახსოვთ, თანაგუნდელმა დიუპინმა როგორ გააკრიტიკა, აქ კი გუნდელები განსაკუთრებით ოსიმენი როგორ დაუდგნენ გვერდით და ხალხიც, ფანებიც, გიჟი ნეაპოლელები, გარეთ იდგნენ და გუნდი რომ გამოვიდა უყვიროდნენ, კვარა ფენომენი ხარ, პენალზე არ იფიქოო...
რამხელა განსხვავებაა არაპროფესიონალ რუსებს და ნამდვილი ფეხბურთის მოთამაშეებს თუ ქომაგებს შორის, საკუთარ თავზე გამოსცადა ახლა ხვიჩამ.
იმდენად მიყვარს და იმდენად ბედნიერი ვარ ყველა თამაშზე, სულ მინდა იგივე და იგივე განმეორდეს. რამდენი ხანია უკვე, ხვიჩას შედეგიანობის გარეშე არ დაუტოვებია მოედანი.
თამაშიდან თამაშამდე ვცხოვრობ ასე გამოდის.
Spain
16:09 22-02-2023
0
ვაა კაია, ემოციური, თბილი. დამაჟრიალა :)
ფეოლა
16:02 22-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული