"კვარაცხელიას და ოსიმენის გასხვისება?" - დე ლაურენტისი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა TNT Sports Mexico-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერებზე გააკეთა კომენტარი და თუ ადრე მათ გასხვისებას კატეგორიულად გამორიცხავდა, ამჯერად ცოტა სხვანაირად ისაუბრა. მან აგრეთვე სუპერლიგა გააკრიტიკა:

"გავყიდი თუ არა ოსიმენსა და კვარაცხელიას? ხელშეკრულებების შედგენა კარგად მეხერხება. მათი შენარჩუნება რთული არ იქნება. ისე, არასოდეს თქვა არასოდეს, ვინაიდან ზოგიერთი შემოთავაზების უარყოფა შეუძლებელია. ასე რომ, რაიმეს წინასწარმეტყველება არ შეიძლება. თუმცა ჩვენ ნეაპოლში კიდევ დიდხანს ვუყურებთ ამ ორი ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაშს.

სუპერლიგა დიდი სისულელეა, რამდენიმე რჩეული გუნდისთვის
შექმნილ ტურნირზე ფიქრი დაუშვებელია. უეფას ფორმულა უკვე ძალიან მოძველდა და შესაცვლელია. უეფასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და იმის მოფიქრება გვჭირდება, როგორ მოვიზიდოთ 10 მილიარდი დოლარი. პრობლემა იმაშია, რომ ფული არ არის, ბევრი თამაშია, ფეხბურთელები კლუბებს ეკუთვნით, ტრავმების რისკი არსებობს, რომელთა გამო ჩვენ კომპენსაციას არავინ გვიხდის, გულშემატკივართა ინტერესი კი გათვალისწინებული არ არის. მათ გარეშე ფეხბურთი კვდება".

მკითხველის კომენტარები / 16 /
გაყიდის აბა რას იზავს.მსგავსი ფეხბურთელების შენარჩუნების რესურსი არ აქვს ნაპოლის. ხვიჩამ საკმარისია რეალის,სიტის ან ბარსას დაცვა “ათრიოს” და მისი გრანდში გადასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილი იქნება.
ვასო
23 თებერვალი 2023 08:37
0
არ ათრია მთელი ესპანეტის ნაკრები თბილისში? :) ენაგადმოგედბულები დასდევდენ
las
23 თებერვალი 2023 13:46
0
ნაპოლის მთელი გუნდი იყიდოს ლივერპულმა ეგება გვეშველოს
david1998 ynwa
23 თებერვალი 2023 02:17
8
თუ სასწაული არ მოხდა ნაპოლიც და რეალიც გასულები არიან და საინტერესო იქნებოდა ერთმანეთს რომ შეხვდნენ მეოთხედფინალში
მამუკა
23 თებერვალი 2023 01:09
5
მე ამ ხალხის გამკვირვებია.
ადამიანი წერს რომ ნაპოლი რეალის წყვილი საინტერესო იქნებოდაო და დისლაიკებს უწერენ :)
რა არ იქნებოდა საინტერესო? :)
უბრალოდ არის კატეგორია რიმლებიც მუდმივად ნეგატივით არის განწყობილი.
გონიათ რომ მხოლოდ მათი აზრია ჭეშმარიტება და უფრო მეტიც მარტო მათ აქვთ აზრის გამოთქმის უფლება :)
Las
23 თებერვალი 2023 09:50
1
აბა რა გეგონათ ბებერი მელაა, გაყიდის აბა სიძეთ კი არ უნდა ხვჩა და ქვისლად ოსიმენი.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდ
ტტტ
22 თებერვალი 2023 21:51
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული