ეუჯენიო გიოცი, რომელიც უფრო თავისი ფსევდონიმით - ჯინ ნიოკითაა ცნობილი, ახალგაზრდობაში "პარმაში" თამაშობდა, ახლა ტელეწამყვანი და კომიკოსია. მან "აინტრახტისა" და "ნაპოლის" მატჩზე Teleclub Italia-ზე გადაცემა Club Napoli All News-ში ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე გააკეთა კომენტარი:
"ფანტასტიკაა, როდესაც ისეთი გუნდი გყავს, როგორიც "ნაპოლია". ევროპაში ანგარიშგასაწევია. "აინტრახტი" ძლიერია, მაგრამ ფეხბურთელის გაძევებამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. თუმცა სტუმრად მოგებისთვის და პირველი 20 წუთის შემდეგ ინიციატივის დაუფლების გამო ნეაპოლელები მხოლოდ შექებას იმსახურებენ.
გუშინ კვარაცხელია ძალიან არ მომეწონა. პენალტი საკმაოდ კარგად
დაარტყა. ის მწვერვალია და ამ ლიგაში ოცნების უფლებას გაძლევთ, მაგრამ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მეტოქეები თანდათან კონტრზომების მიღებას იწყებენ.
"ნაპოლი"ისე თამაშობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სხვისი არ უნდა შურდეს, რადგან ახალი ცნობიერება გააჩნია, როგორც ჩოგბურთელს, რომელიც გამარჯვებების მოპოვებას აგრძელებს. როგორც ჩანს, სპალეტიმ გუნდის საბრძოლო სულისკვეთება გამოაწრთო. ოსიმენი? გამოუკვლევი პლანეტაა. ყოველთვის რაღაც ახალს იგონებს. არსენალში მრავალი სიურპრიზი აქვს და გოლის გატანა ნებისმიერი ხერხით შეუძლია".
"კვარაცხელიას და ოსიმენის გასხვისება?" - დე ლაურენტისი უკვე სხვანაირად ალაპარაკდა
"აინტრახტის" მცველი: ნეაპოლში გამარჯვება შეგვიძლია და ეს სასწაული არ იქნება
"ვაღიარებ, მათი არ მჯეროდა" - იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლიზე"
კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
"როგორც ჩანს, ისიც ადამიანია" - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს
"რა ღირს კვარაცხელია?" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორის კომენტარი