"მომავალ სეზონში "რეალში" ვიხილავთ" - კარაგერი "კვარაზე"

AutoSharing Option
22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ნაპოლი" "აინტრახტს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი შეასრულა და გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს გაატანინა. "კვარას" შესახებ ცნობილმა ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა ისაუბრა და 22 წლის მოთამაშის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

"ვფიქრობ, რომ ევროპაში ყველაზე შთამბეჭდავი მოთამაშეა. მისი მსგავსი ფეხბურთელი იშვიათია. რაც მთავარია, განვითარებისთვის დრო კიდევ აქვს და ეს შეუძლია. ჩემი აზრით, მადრიდის "რეალში" თამაში შეუძლია და შესაძლებელია ეს მომავალ
სეზონშიც მოხდეს. განსაკუთრებული ბიჭია", - განაცხადა კარაგერმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "აინტრახტის" განმეორებითი შეხვედრა 16 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

alt"ერთი გოლის გატანის შანსი კიდევ გვქონდა" - რა თქვა სპალეტიმ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ

alt"მათ "სიქსტეს კაპელას" ვუწოდებ - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი "ნაპოლის" თამაშით აღფრთოვანებულია

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

altკვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი და დიდებული საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მაგარი ბიჭი გვყაბს..გვეამაყება..თუმცა თავადაც იცის რომ განვითარევისთვის უნდა დარჩეს..და ერთიც..დღესდღეობით ვინისიუსს რეალში ვერავინ ამოაჰდებს შემადგენლობიდან მას აქვს თავისი პლუსები...თუმცა მომავალში კვარა ან რეალში ან ბარსაში..ამ ეტაპზეც კი ბარსაში უფრო ჩაჯდება..ანჩელოტი სხვა ტიპის მწრთვნელია..ნუ ჩემი მოკძალებული აზრია
კიეზა
21:18 22-02-2023
0
ხვიჩა ნეაპოლში ბრილიანტია ხოლო მადრიდში ელმასი იქნება, რომელიც ათი ან ოცი წუთით შემოდის სათამაშოდ და იბრძვის გუნდში პოზიციის მოსაპოვებლად.ორ- სამ წელიწადში მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში შეძლებს პირველივე დღიდან ლიდერად გადაქცევას !
1964 ავთო
19:51 22-02-2023
0

სიახლეები პოპულარული