მოლოდინისამებრ სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და დაწინაურდნენ კიდეც, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ზილენსკიმ დაარტყა და ისმაილიმ ავტოგოლი გაიტანა. შემდეგ ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ოსიმენმა დაასწრო. ნეაპოლელებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ კიმის თავური ძელმა უკუაგდო.
ემპოლი. „კარლო კასტელანი“
ემპოლი - ნაპოლი
გოლები: 0:1 ისმაილი (17, საკ. კარში), 0:2 ოსიმენი (28)