ორივე გოლი ხვიჩამ შექმნა - კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ემპოლის“ 2:0 სძლია.

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა ორივე გოლი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა და თავისი გუნდის მორიგ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მოლოდინისამებრ სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და დაწინაურდნენ კიდეც, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი ზილენსკიმ დაარტყა და ისმაილიმ ავტოგოლი გაიტანა. შემდეგ ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარემ ვიკარიომ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ოსიმენმა დაასწრო. ნეაპოლელებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ კიმის თავური ძელმა უკუაგდო.

„ნაპოლი“ მეორე ტაიმის დასაწყისშიც განუწყვეტლივ უტევდა, ოსიმენის გოლი თამაშგარეს
გამო არ ჩაითვალა, მერე მარიო რუი მსაჯმა უხეშობის გამო გააძევა და მწვრთნელმა სპალეტიმ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაცვის გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - კვარაცხელიასა და ლოსანოს ნაცვლად მოედანზე ელმასი და ოლივეირა შეუშვა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ნაპოლიმ" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება საერთო ანგარიშით 16:1 მოიპოვა - ჩემპიონატზე ბოლო 20 მატჩიდან 19 მოიგო.

„ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს და 3 მარტს „ლაციოს“ უმასპინძლებს.

ემპოლი. „კარლო კასტელანი“

ემპოლი - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ისმაილი (17, საკ. კარში), 0:2 ოსიმენი (28)
გაძევება: მარიო რუი (67)

მკითხველის კომენტარები / 41 /
კიდე ერთი კარგი ასისტი გაუფუჭა ზილენსკიმ ჩვენს ბიჭს!!!
გილოცავთ მორიგ გამარჯვებას!!!
ხო კიდე ოსიმენმა ერთ კარგ მომენტში არ მისცა პასი ხვიჩას(კარგ პოზიციაზე იყო ჩვენი)და თვითონაც ვერ გაიტანა
მოკლედ ისევ ჩვენმა ბიჭმა გადაწყვიტა თამაშის ბედი:))) გენაცვალე ხვიჩა კვარაცხელია❤️
გულშემატკივარი
25 თებერვალი 2023 23:08
1
ამ თამაშსი განსაკუთრებით გამოჩნდა იმ ექსპერტებს სიმართლე, რომლებიც ამბობენ კვარას უდიდესი ზეგავლენა აქვსო თამაშზე, არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, მაგრამ თამაში მოიგო.
ჯერ კიდევ როდის დავწერე სპალეტი სათანადოდ არ იყენებს კვირას თქო, აქაც დაიწერა სრულად ვეთანხმები, რომ სანიოლი ბევრად უკეთესად იყენებს კვარს. და კიდევ, სანამ შედეგი არის ლუჩანო იგულავე, მაგრამ მერე კვარასთან ასე უმადურად მოქცევა ნაპოლიდან წასვლად დაგიჯდება!
ირაკლი
26 თებერვალი 2023 04:32
3
კვარა მარტო მშობლების არ არის
კვარა ჩვენი შვილია ყველასი, მთელი საქართველოს შვილია
ღმერთმა გვაჩუქა, რათა ჩვენც გავიხაროთ ბოლოს და ბოლოს,
ქართველები ვიმსახურებთ ამდენი ნეგატიური მოვლენების შემდეგ
თენგო
26 თებერვალი 2023 01:24
0
კვარა ნაპოლიში უძლიერესია!
ისევ გაიმარჯვა? ნაპოლიმ სულ უნდა გაიმარჯვოს სანამ ხვიჩა თამაშობს...
ლაშა
25 თებერვალი 2023 22:59
1
ჯერ ამ მელოტს ეტყობა რა "უჟმური" პიროვნებაცაა. ვისთანაც გასდის ალალ კვარაცხელიას შე ... ასე რო უთხრა თან საჯაროდ ხმამაღლა ამ მართლა "კაცომ" ვფიქრობ, ადამიანის ცნობა შემიძლია.
ვირის პონტში უნდათ კვარაცხელია.
ოსიმჰენის ... კიდევ, აგერ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ რა შეცდომებს დაყრის ღორობის გამო უახლოეს მომავალში. აუვარდა თავში ტიპს და გვედზე არ იხედება საერთოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში იხედება თუ ატყობს რომ მაინც კარგავს ბურთს.
როგორ შემეცოდა დღეს კვარაცხელია, ერთი გუშემატკივარმა არ დაუკარგა, და ტაში დაუკრეს შეცვლისას, თორემ წამლად სამადლობელი სიტყა არ უთქვია არავის არც გოლების მერე და, არც რომ შეცვალეს მაშინ, კიდე იქეთ ღრიალებდა ის ქაჩალი სპალეტი. მერე, მეორე..
ოსიმჰენი ხელებს რომ შლიდა არ შემცვალოთ და იმ წუთში "მიაყენა" სპალეტი და დატოვა მოედანზე, შემთხვევით რატომ არ შემცვალოთო ხომ ვერ ხვდებით?!
ხო, იმიტომ რომ გოლების გატანა უნდოდა, კარიერას ჭირდება რეიტინგის დაგროვებას ჭირდება.. სუსტი მეტოქე იყო ხედავდა და შანსი მომეცემაო.
და ხვიჩა ნაშვილებია თუ რა არის, სპალეტის რო ფლორენციელმა "შეუკურთხა" ახლოდან ჩვენც ნუ დაგვაწყებიებს იგივეს კეთებას ამ უსაზღვრო უსამართლობაზე კვარას მიმართ, 30 წუთით ადრე რომ შეცვალა, აწყენს გოლები და შანსები ხვიჩას? თუ ვინმე უფრო დიდი კრეატიული ყავს გუნდში ?. ოსიმენი რო თამაშგარეში ხვდება ერთ მატჩში იმდენს ორი ფორვარდი ვერ ხვდება ზოგჯერ ხუთ თამაშში მარა სპალეტი "მიყენებული" ყავს და სიტყვას ვერ უბედავს მელოტი ალალ კვარას კი საჯაროდ ლამის უკვე აგინებს ეს "შუტკაც" არ არის ეს დამცირებას უფრო გავს.
Charley
26 თებერვალი 2023 01:19
6
მართალი ხარ
R.g
26 თებერვალი 2023 02:03
0
სპალეტი არის ნაგავი პიროვნება, ყოველთვის ვამბობდი და დღეს კიდევ დაამტკიცა. ერთი ჟურნალისტი არ აღმოჩნდება დავიჯერო რომ მიუთითოს,რომ ცოტა ზრდილობა გამოიჩინოს, საქვეყნოდ რომ უძახის თავის სახელს სხვას. ეს პირველი არაა,ადრეც გამიგია და გული მწყდება. აშკარად ჩაგრავს...
ემიგრანტი ქაქუცა
26 თებერვალი 2023 01:57
3
ასე არ ვწერ ხოლმე მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ნაპოლი საშუალო დონის გუნდია, კვარასთან ერთად ნებისმიერი ამ დონის გუნდი დადებდა სერიოზულ შედეგს. ყველა გუნდის მწვრთნელი 2 კაცს ყოველთვის პერსონალურად უნიშნავს ხვიჩას. კვარა მოედანზეა როა უკვე დიდი უპირატესობაა ნაპოლითვის. ოსიმენზე იმდენი პასი კეთდება მაგის ნახევარი ხვიჩაზე რომ კეთდებოდეს 30 გოლი ექნებოდა გატანილი. არ ვთვლი რომ ოსიმენი რაღაც სასწაული თავდასხმელია, დროგბას ადარებენ ხშირად, მაგრამ დიდიე გუნდური მოთამაშე იყო, ოსიმენი მხოლოდ ბომბარდირობაზე ფიქრობს. როდესაც ტრამვა ჰქონდა გუნდი ბევრად უკეთ თამაშობდა. მარიო რუი გადაცემას საერთოდ არ უკეთებს ხვიჩას. ნაპოლი დგას ხვიჩაზე, ლობოტკაზე და ზიელისკიზე. პოლონელი ყველაზე უკეთ უგებს ხვიჩას და სხვებთან შედარებით ტექნიკაში და თამაშის ხედვაში არ მოიკოჭლებს. არც სპალეტია გენიოსი. სანიოლი ბევრად უკეთ იყენებს კვარას ვიდრე სპალეტი. ხვიჩა დაუფასებელი ფეხბურთელივითაა, ყველაფერი მასზე დგას და ყველას ოსიმენი აკერია პირზე. ნაპოლის ამ სეზონში მხოლოდ 2 ახალი სახე ყავს ხვიჩა და კიმი. ლობოტკაც მანდ იყო წინა სეზონში, ოსიმენიც და სპალეტიც... წარმატება საქათველოს ნაკრებს და ხვიჩას.
დათო
26 თებერვალი 2023 01:11
5
თამაშს არ უყურებთ და სხვისი მოგაყოლით მსჯელობთ, თუ რა გჭირთ? რამდენჯერ მისცა პასი რუიმ და ხვიჩამ ეგრევე უკან დაუბრუნა? არ უყურებთ იგივე სიტუაციებში ლოსანო რივოკს იწყებს და ისე ითხოვს პასს, ხვიჩამ ასე ერთხელ სცადა და მიიღო კიდეც პასი, მცველმა ძლივს მოიგერია ბურთი. ასე რომ ეგ ეგ ბაზარი რუი ბურთს არ აძლევს და ა.შ. ამ თამაშს არ ეხება რაა! მეორე თემაა რატომ აძლევს ხვიჩა უკან ბურთს ისევ რუის და მიდის გამწვავვებაზე,
ბს
26 თებერვალი 2023 10:23
3
თამაშს რომ ვუყურებ იქიდან გამომდინარე ვწერ, რუი გადაცემას მაშინ უკეთებს როდესაც სხვა გზა არ აქვს უბრალოდ ბურთს ატენის. ან ახლოს მიაქვს კვარასთან ბურთი. ხვიჩა ყველაზე უკეთ ზელინსკის უგებს. ხვიჩას და ზელინსკის შეუძლიათ ნებისმიერ გუნდთან ცენტრის გარღვევა. ყველაზე მეტად მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებს ხვიჩასი ეშინიათ, ამიტომ უდგას ხვიჩას ორი კაცი და ოსიმენს ერთი. ოსიმენი გასაყიდად გამზადებულია და მიდის ზე დონის პიარი. რასპადორი და სიმეონე ნაკლები ფეხბურთელები არ არიან.
ბს-ს
26 თებერვალი 2023 20:05
0
ყველა გამოხმაურება
კაია რომ ნაპოლი ყველას და ყველაფერს იგებს მარა სპალეტის სქემამ ხვიჩას დრიბლინგები შეიწირა .
sosia
25 თებერვალი 2023 23:36
0
რაღაც პასებს უგვიანებენ ჩევნს ბიჭს დღეს ოსიმენმაც ვერ დაინახა რუი ხომ ისე ტენის ბურთს დაკარგვის ზღვარზე და ამის მიუხედავად კვარა რომ არა ნაპოლი ან მოიგებდ ან არა პ.ს დრიბლინგებს ველოდები ნაკრებში აბა იქ მგონი აუკრძალეს .
zurabi
25 თებერვალი 2023 23:24
0
წესით ხვიჩამ ყველაზე უმაღლესი შეფასება უნდა დაიმსახუროს. და საერთოდ, ნამდვილი საფეხბურთო ელჩია საქართველოდან ხვიჩა. მის შემხედვარეს გებადება შეგრძნება, რომ კიდევ დაიბადებიან ყიფიანის, ჩივაძის, მეტრეველის, გუცაევის, დარასელიას, ბარქაიას თუ პაიჭაძისნაირები...
ლაშა
25 თებერვალი 2023 23:23
0
კვარამ ამ თამაშში ორივე გოლში უდიდესი როლი შეასრულა.მაგრამ თუ დააკვირდით ერთი დრიბლინგიც არ გაუკეთებია,რაც გასაკვირია.რას უშვრება ეს დედააფეთქბილი და უზრდელი სპალეტი ჩვენს ოქრო ბიჭს, ნერვები მეთხრება. ერთხელ მოხვდა თამაშგარე და გამოიბრდღნა სპალეტიმ ყველაფერი,როცა სხვები ბევრჯერ ხვდებიან თამაშგარე და არაფერს ეუბნება.თან ამ ოსმენმა და ლოზანომაც მაგრად უღორეს საგოლე პასი, თვითონ კი გააფუჭებს.ეს რომ კვარას გაეკეთებინა სპალეტი გაგიჟდებოდა.
კახა
26 თებერვალი 2023 03:50
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული