"ნაპოლი" დაფრინავს და რეკორდებს ხსნის - 4 მნიშვნელოვანი ამბავი გუშინდელი მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და რეკორდებს ხსნის. მოგეხსენებათ, გუშინ სერია A-ს 24-ე ტურში "პარტენოპეიმ" გასვლაზე "ემპოლი" 2:0 დაამარცხა.

გთავაზობთ 4 მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც გუშინდელი მატჩის შემდეგ დაფიქსირდა:

1) "ნაპოლიმ" სერია A-ში პირადი რეკორდი დაამყარა. კლუბს 24 ტურის შემდეგ 21 შეხვედრაში არასდროს უმარჯვია. აქამდე 24 ტურის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლი მაურისიო სარის "პარტენოპეის" ჰქონდა დაფიქსირებული, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 2017/18-წლების სეზონში 20-ჯერ იმარჯვა. 

2) ტოპ 10 ლიგაში გასვლაზე ყველაზე მეტი შეხვედრა "ნაპოლისა" და "სელტიკს" (11) აქვთ მოგებული.

3) იანვრის შემდეგ
გასვლით მატჩებში სპალეტის გუნდს უკვე 6 შეხვედრაა გოლი არ გაუშვია. ტოპ 5 ლიგაში მსგავსი მაჩვენებლი აქვთ დაფიქსირებული "ბარსელონასა" და "ნანტს".

4) "ინტერისა" და "იუვენტუსის" შემდეგ "ნაპოლი" პირველი გუნდი გახდა, რომლის მეტოქემაც სერია A-ში გასვლით მატჩებში ზედიზედ 5 შეხვედრაში ბურთი ვერ გაუტანა.

altოსიმენმა "ემპოლის" კარში გატანილი გოლით 130 000 ევრო გამოიმუშავა

altორივე გოლი ხვიჩამ შექმნა - კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს ვნახე და მგონი ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის საინტერესო იქნება. სტატისტიკაც ბევრია. https://www.youtube.com/watch?v=TJrpnT9GGmg
aburjga
27 თებერვალი 2023 09:09
0
ეტყობა ეს ხალხი არ უყურებს ფეხბურთს.მსოფლიოს ყველა სტადიონზე მიღებულია და დადიან თუ ლეგიონერი თამაშობს იმ ქვეყნის დროშით,საიდანაცაა ის ფეხბურთელი.(ზოგი თანამემამულე იმ ქვეყანაში მცხოვრები,ზოგიც ადგილობრივი,თუ ევასება,ამით კლუბს არაფერი არ აკლდება,ისედაც ბევრია მათი დროშები,კლუბის.პირიქით მრავალფეროვნებას მატებს.რაც შეეხება ბაპოლის,ნაპოლის, კორეის დროშა არ გინახიათ,კორეელუ გულშემატკივრების ხელში.
კახა ქ.
27 თებერვალი 2023 05:51
1
მასეთ ფეხბურთს დღეს არავინ არ თამაშობს.საღოლ ძმაო.თითქმის არა აქვთ სუსტი ადგილი,აი რუი და და ბოლო დროს ცოტა ზელინსკი ვერაა ისეთი,დასაწყისში რომ იყო.
კახა ქ.
27 თებერვალი 2023 05:40
0
რაღაც ცოტაა კომენტარები უპოვრებო..გააქვთ ინტერნეტი?
neaoli
26 თებერვალი 2023 23:55
10
ჩემს გამოხმაურებას რატომ არ აქვეყნებთ? იმაზე უარესი რა დავწერე, რაც ამ ქმნილებას უწერია?
თამაზი
27 თებერვალი 2023 11:52
2
მამუკა
ლივერპული და აიაქსი ნაპოლიმ გახადა შეუძლოდ, თორემ მგონია სხვაგვარად ათამაშებოდდნენ, სხვებზე აღარ ვიტყვი.
ცოტა მეტი ოპტიმიზმი მეგობარო!
თენგო
26 თებერვალი 2023 23:13
0
ნაპოლი კი დაფრინავს მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ ჯერჯერობით არც ერთ გრანდს არ შეხვედრია, შეიძლება ბევრმა გამაკრიტიკოს მაგრამ წელს ლივერპული და აიაქსი იმის აჩრდილები არიან რაც წინა სეზონში იყვნენ და ისინი საზომად არ გამოდგებიან, აინტრახტის შორს დგას გრანდებისგან, იტალიის ჩემპიონატით თუ ვიმსჯელებთ ყველაფერი რიგზე აქვთ, მაგრამ თუ მეოთხედფინალში შეხვდნენ, რეალს, სიტის, ბაიერნს ან პსჟ-ს მგონია უშანსოდ იქნებიან, ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე და ნაპოლიმ დუბლი დადოს წელს
მამუკა
26 თებერვალი 2023 20:28
23
ლივერპულსაც და აიაქსსაც,ფაქტობრივად ახლად აკრეფილმა ნაპოლიმ გაანადგურა.ხვიჩამ,საერთოდ არ იცოდა იტალიური.დღევანდელი ნაპოლი,გაცილებით შეთამაშებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული გუნდია,ვიდრე მაშინ იყო.არც რეალი,არც სიტი,არც პსჟ და არც ბაიერნი,ამ სეზონში არ არიან დაუმარცხებელი გუნდები და საკმაოზე მეტი ქულებიც დაკარგეს,ნაპოლიმ კი,მხოლოდ მსაჯის დიდი დახმარებით წააგო,ინტერთან.იტალიის ჩემპიონატი,ტოპ 5 ის წევრია და მასზე თქმა,სხვებზე სუსტიაო,არასწორი იქნება,იტალია ხომ ევროპის ჩემპიონიც გახდა,ორი წლის წინ.არ არსებობს,დაუმარცხებელი არმია,არსებობენ მხოლოდ ძლევამოსილი არმიები და ჯერჯერობით სწორედ ნაპოლი ჩანს,ყველაზე ძლევამოსილი.კი,შესაძლოა გრანდებიდან რომელიმე გამოთიშოს კიდეც,მაგრამ წინასწარ ამისი მტკიცებით თქმა,დიდი უსამართლობა იქნება.ნაპოლის მხოლოდ გამოცდილება აკლია და ეს თუ გაუთამაშეს,თორემ მათზე უკეთეს ფეხბურთს,დღეს არავინ თამაშობს.იგივე რეალმა და სიტიმაც რა გუნდებთან წააგეს და რატომ უნდა ვთქვათ,რომ ისინი უფრო ძლიერები არიან?
სოსო
27 თებერვალი 2023 13:41
0
ვფიქრომ ქართველი მაყურებლის გადაჭარბებული გულშემატკივრობა აღიზიანებს მთლიანობაში გუნდს. მაგალითად სრულიად გაუგებარია ტრიბუნაზე საქართველოს დროშა, რა საქართველო იგებს თუ იტალია ? ნაპოლიში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები თამაშობენ და მათ გულშემატკივრებსაც აქვთ გამოფენილი დროშები ? შეიძლება ვცდები და აქვთ.
მე არ მინდა, რომ ხვიჩას ხელი შეეშალოს.
სამართალი
26 თებერვალი 2023 19:23
24
იმ ქართულ დროშიანს,ნაპოლის მაისურიც აცვია და ჩვენ გვწყინს?იქაც ჩვენნაირი ადამიანები ცხოვრობენ!
სოსო
27 თებერვალი 2023 13:28
0
შენ გაღიზიანებს ქართული დროშა? ან აი მაგალითად იტალიაში რომ იყო შეგრცხვებოდა შენი ქართველობის?
სამართალს
27 თებერვალი 2023 10:51
0
ყველა გამოხმაურება
მოკლედ გამოგყავთ, რომ ხვიჩას წინააღმდეგ ყველა შეთქმულებაშია.
ქიტესა
26 თებერვალი 2023 19:03
0
რაღაც ხდება ამ ბიჭის ირგვლივ. მარიო რუო ბურთს რომ მიიღებს, ფლანგზე ხვიჩასკენ საერთოდ არ იხედება, რამდენჯერ ტავისუფალი იდგა ფლანგზე და არავინ არ მიაქცია ყურადღება. ამ დროს სპალეტი ყველას გასაგონად შენიშვნას აძლევს თამაშგარე თამაშზე, მაშინ როცა ოსიმჰენმა სამჯერ დააფიქსირა სწორედ ხაზის შეუხედავად და არ მიუღია შენიშვნა სპალეტისგან სახის მიმიკითაც კი.
მგონი საფიქრალია, რომ ხვიჩა ჩემპიონატის დამთავრებისთანავე სხვა კლუბში გადავიდეს.
ქართველი
26 თებერვალი 2023 18:17
11
მორჩით ტოო ამ შეთქმულების თეორიებს . ეგ იმის ბრალია რო გუნდს კი არა ერთ მოთამაშეს გულშემატკივრობთ ნუ მათ შორის მეც და რაღაცეები ეგეე გვეჩვენება. ფაქტია რო მაგარი გუნდია დამდგარი და თამაშს თამაშზე იგებენ და ამაში ლომის წილი კაკრას ჩვენი ხვიჩასია და აცადეთ რა ბიჭს ნუ გრუზავთ რაღაცეებით . ხან ხელფასს უთვლით ხან სპალეტის აგინებთ და ხან სხვა მოთამაშეებს . თვითონ იხის თავის საქმე და რასაც ვუყურებ იმენა თევზივითაა წყალში და ესე იქნება კიდე ყოველთვის რომელ გუნდშიც არ უნდა იყოს იმიტორო უნიჭიერესი მშრომელი და უმაგრესი ბიჭია . დავაი ხვიჩა გვიყვარხარ
Sandro
26 თებერვალი 2023 22:13
1
სპალეტის უფრო გაუშვებენ, ვიდრე ხვიჩას-ყვველაფრიდან გამომდინარე.
gio
26 თებერვალი 2023 21:10
1
ყველა გამოხმაურება
კიდევ ერთი კარგი ამბავი, ბოლონიამ ინტერს მოუგო 1:0 და შესაბამისად ნაპოლი 18 ქულით გავიდა წინ.
ზაქრო
26 თებერვალი 2023 18:17
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული