"კვარა" და სპალეტი თვითკმაყოფილების გარეშე - "ნაპოლის" სუსტი რგოლი და გაძლიერების რესურსი

AutoSharing Option
"ნაპოლის"  ბრწყინვალე სერია გრძელდება. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მერვედ ("ემპოლისთან" სტუმრად 2:0) გაიმარჯვა და თუკი ვინმეს, წლის დასაწყისში, "ინტერთან" მარცხის (0:1) შემდეგ, შიში გაუძლიერდა, ყველაფერი იმაზე კარგად განვითარდა, ვიდრე ბევრს მაინც ვერ წარმოედგინა. 

წარმატება ჩემპიონთა ლიგაზეც სოლიდურია და ისტორიაში პირველად, მეოთხედფინალი ასე ახლოსაა. ნეაპოლური კლუბი ერთგვარ მონსტრად ჩამოყალიბდა, რომელიც ქულებს ფაქტობრივად, აღარ კარგავს. ამის მიუხედავად, სუსტ წერტილებსა და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე მითითება თითქოს, მაინც სულ შესაძლებელია. 

Sportall.Ge

გამოკვეთილი ბირთვი

მუნდიალის უჩვეულო დროს ჩატარების გამო, წლევანდელი საფეხბურთო სეზონი თავიდანვე გადატვირთული გრაფიკით
დაიწყო. ასეთ დროს როტაციას როგორც ჩვეულებრივ ამბავს, ისე განიხილავენ. ლუჩანო სპალეტიც ამ გზით წავიდა და შეიძლება ითქვას, ზუსტად ვიცოდით, დღეს ირვინგ ლოსანო თუ ითამაშებდა, შემდეგ შეხვედრაში მატეო პოლიტანოს ვნახავდით. გარკვეულ მატჩებში ყველაფერი ეს უმტკივნეულოდ ვითარდებოდა, გარკვეულ ეტაპზე კი ამდენმა ცვლილებამ აუტსაიდერებთან ქულების დაკარგვა გამოიწვია.

როგორც კი სანაკრებო ბატალიებიდან დაბრუნებული მოთამაშები მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმას დაუბრუნდნენ, ბოლო პერიოდში, შეხვედრიდან შეხვედრამდე სპალეტისგან იმაზე ნაკლებ გადახალისებას ვხედავთ, ვიდრე შევეჩვიეთ. "ემპოლისთან" მატჩი ამის კარგი მაგალითი იყო. ჩემპიონთა ლიგაზე გადატანილი ბრძოლის მიუხედავად, სასტარტო თერთმეტეულში მხოლოდ ერთი ცვლილება იყო. 

ახლა საინტერესოა, როგორი იქნება ნეაპოლელთა ფეხბურთელების ფიზიკური მომზადება. კომფორტული სხვაობის მიუხედავად, სეზონის დასკვნითი ნაწილი რთული გამოვა. გარდა ამისა, ზოგიერთი მოთამაშე შეეჩვია ან ელის უფრო მეტ დროს, რიტმიდან ამოვარდნამ კი შესაძლოა, მათი პროდუქტიულობა შეამციროს. ასეთად ჯოვანი სიმეონეს მოაზრებაც შეგვიძლია თუ ამჟამად ტრავმირებული ჯაკომო რასპადორის.

Sportall.Ge

სუსტი რგოლი

"ნაპოლი" გუნდური კოლექტივია, რომელიც წარმატებას ერთიანობით აღწევს, ყველა რგოლი კი მაქსიმალურად დაბალანსებულია. უკანასკნელ პერიოდში ერთი პოზიცია არსებობს, საიდანაც ყველაზე მეტი პრობლემა იქმნება. საქმე მარცხენა მცველა ეხება.

მარიო რუის 6 საგოლე პასი აქვს და წელს იმაზე შედეგიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მასზე აუგს ვერც დაცვით ფაზაში ვიტყოდით, თუმცა ნელ-ნელა ამაზე საუბარი უკვე წარსულ დროში გვიწევს. მისი ბოლო შედეგიანი პასიც 8 იანვრით ("სამპდორიასთან") თარიღდება. 

ადამიანური ემოციები გასაგებია, თუმცა ის, რაც პორტუგალიელმა მცველმა ემპოლელთა წინააღდმეგ გააკეთა, ეს ამხელა გამოცდილებისა და მნიშვნელობის ფეხბურთელს არ შეეფერება. ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა და ნაკლებად წარმოსადგენია, მხოლოდ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულით დაკმაყოფილდეს. რუის ახლა დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს, ამავდროულად კი უკეთეს ფორმაში უნდა დაბრუნდეს.

რაც შეეხება მატიას ოლივერას. ის ფლანგზე კვარაცხელიასთან კარგად კომბინირებს, თავისუფალ ზონებს ხსნის და იყენებს, თუმცა მასაც, სეზონის დასაწყისი უკეთესი ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგაზე ურუგვაელის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა. ის დაცვით ფაზაში უფრო გამორჩეულია და შედეგიანი პასები მისი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, თუმცა მიუხედავად იმისა, ნეაპოპოლებმა ბოლო 5 მატჩში კარი მშრალად შეინახეს, ოლივერა ისეთივე დამაჯერებელი აღარაა.
მარცხენა ფლანგი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ხვიჩა კვარაცხელიასთვის მეტად მნიშვნელოვანია, მის ფრთაზე მოთამაშე ფეხბურთელი როგორ ფორმაშია. 

"აიტრახტთან" დაპირისპირებაში კი შევაქეთ, თუმცა ზამბო ანგისა სტაბილურობის დაბრუნებას ვერაფრით ახერხებს. 24-ე ტურის მატჩში რუის გარდა, სუსტი რგოლი თუ ვინმე იყო, სწორედ კამერუნელი შუახაზელი. მართალია, კაცნაკლულად დარჩენის შემდეგ, ნახევარმცველებმა ბევრი სამუშაო ჩაატარეს, როცა ანგისა შეტევით ოპერაციებში ისეთივე წარმატებით არ ერთვება, როგორაც ფრანკფურტელებთან ვნახეთ, სპალეტის გუნდს იერიშების წამოწყება უფრო მეტად გრძელი და დიაგონალური პასებით უწევს. როცა "კვარა" და ოსიმენი გყავს, ყოველთვის შეიძლება გოლი გამოადნო, თუმცა შეტევაში მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია. 

Sportall.Ge

მუდამ განახლებადი კვარაცხელია

ქართველი გარემარბისგან რაღა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, "კვარადონა" თვითკმაყოფილებას არ ეძლევა და ერთ ადგილას არ დგას, არამედ მოწინააღმდეგეების გაკვირვებას ახალ-ახალი ელემენტებით ახერხებს.

რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ კუთხურების დროს ხვიჩას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე თამაშია. როგორც გამოჩნდა, ამაზე მთავარი მწვრთნელი ბევრს ფიქრობდა და მუშაობდა. კვარაცხელიას ძალიან მაღალი დონის, შედეგიანი პასი ზელინსკიზე და სხვა აქტიურობებიც სწორედ ამ პოზიციებიდან ვნახეთ. მეტოქის მეკარეც თანაგუნდელებს აქტიურად მოუწოდებდა, სტანდარტულების დროს საჯარიმოს გარეთ მდგარი 77-ე ნომრისთვის მაქსიმალური ყურადღება მიექციათ.

"ნაპოლი" TOP ლიგებში გამორჩეულია


Sportall.Ge

როცა ჩვენებურის სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ, სულ მივუთითებთ, რომ "კვარა" უფრო მეტია, ვიდრე ეს შედეგები. "ემპოლისთან" ზუსტად ეს ვნახეთ - მშრალად თუ შევხედავთ, ხვიჩას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, ამასობაში კი ორივე გოლი ფაქტობრივად, მან შექმნა. ვიქტორ ოსიმენთან მისი შეთამაშება ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა ნიგიერიელის გაკრიტიკება მაინც მოგვიწევს. პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როცა "ცხრიანს" შეტევა კვარაცხელიაზე უნდა გაეგრძელებინა და ყველაფერი ალბათ, გოლით დასრულდებოდა, თუმცა ოსიმენი წმინდა ფორვარდის ინსტიქტით (ეგოისტურს მაინც ვერ დავარქმევთ) მოიქცა და არ შეიმჩნია პარტნიორი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საოცარი "ასისტით" მოამარაგა.

ნეტარებაში არც სპალეტია, მას შარშანდელი ცუდი გამოცდილება ბევრს აფიქრებს, მუდმივად ძიებაშია და სეზონის ბოლომდე დამაჯერებლად მისვლას აპირებს. შემდეგი გაჩერება "ლაციოა". რომში კვარაცხელიამ გამარჯვების (2:1) გაიტანა, ვნახოთ, რა იქნება ნეაპოლში.

altორივე გოლი ხვიჩამ შექმნა - კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

altსპალეტი: "კვარა" მაგარი ფეხბურთელია და ჯარიმის გარეშე მისი შეჩერება ძნელია

მკითხველის კომენტარები / 18 /
ფანტოამასის გუშინდელი გამოხტომა "კაცო" გარეგნულად არ გამოხატა მაგრამ გულის სიღრმეში ძალიანაც ეწყინებოდა კვარას მაგრამ ვერაფერს დააკლებს ეს ჩვენ ალალ ბიჭს. მოვა აგერ სატრანსფერო ფანჯარა მოიხდის ვალს კვარა ნეაპოლელი გულშემატკივრების წინაში და წავა ნამდვილ გრანდში სადაც მატერიალურად და მორალურადაც უფრო დააფასებენ ეს კლუბი კი ისევ სოფლის გუნდი გახდება როგორადაც მას იტალიაში უწოდებენ. ორმაგი სტანდარტები და შერჩევითი სამართალი ქაჩალმა მწვრთნელმა
კი უტაროს მომავალ სეზონში პოლიტანო ელმასი ლოზანოს ხუთეულში შესვლაც რო სანატრელი ექნებათ. ყველაფერს რო აუბრალოებთ კაცმა "შუტკა" გაუხსნა ლამის კვარას მილიონობით აუდიტორისს წინაშე ეს კიდე მსუბუქი ნათქვამია. კვარამ უთავისუფლოს სივრცეები თანაგუნდელებს იმათმა გოლები გაიტანინ და რეიტინგი მის ხარჯზე აიწიონ, პასებზე კი აიგნორონ ხვიჩა და ამ მელოტმა კიდევ აქეთ ლანძღოს? ოსიმენი და ლოზანო 100 % პროცენტიან საგოლე პაზიციაში გახსნილ კვარას პასს რომ არ აძლევენ ესეც ხომ არ არის გამოგონილი. იმაზე რატო არ უყვირის "კაცო" ლოზანოს და ოსიმენს კვარა აგერ ხუთ მეტროში გიდგას და დაუგორე კუთხურის ალამიდან სტადიონს რო აცილებ ბურთსო.
Charley
15:34 26-02-2023
10
ემპოლისთან ორივე გოლი ხვიჩამ შექმნა. კარგად დააკვირდით, რა დონის ტექნიკა ჩააქსოვა ხვიჩამ პასის და დარტყმის შესრულების დროს.
ქ. გ.
16:42 26-02-2023
0

სიახლეები პოპულარული