სენსაცია "დრაგაოზე" - აბურჯანიას გუნდმა "პორტუ" დაამარცხა

AutoSharing Option
პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი აბურჯანიას "ჟილ ვისენტემ" მოულოდნელად სტუმრად 2:1 სძლია "პორტუს".

დებიუტი მასპინძლებისთვის ცუდს არაფერს მოასწავებდა, პირიქითაც შეიძლება ითქვას, მე-4 წუთზე მეჰდი ტარემიმ დააწინაურა, მაგრამ 26-ე წუთზე ფრან ნავარომ ანგარიში გაათანაბრა და ამის შემდეგ მსაჯმა "დრაკონების" მცველი ჟოაო მარიო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, ხოლო 45+2-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა მურილიომ პენალტი გაიტანა. 52-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "პორტუს" ნახევარმცველმა მატეუს ურიბემ და მისი გუნდი ორკაცნაკლული დარჩა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ჟილ ვისენტემ" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

აბურჯანიამ შეუცვლელად ითამაშა, ბარსელუშური კლუბი კი 26 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 10 ქულით დასცილდა და 5 მარტს გიორგი მაკარიძის "მარიტიმოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
აბურჯანია მონაცემებით და პოტენციალით ალბათ ერთ ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია თავის თაობაში, საწყენია რომ ხშირად ისე ვერ თამოაშობს რისი რეალური შესაძლებობაც აქვს, არადა ხანდახან ისეთ რამეს გააკეთებს გაგიჟდები, ძალიან კაგი ხედვა და მაღალი ინტელექტი აქვს. წარმატებები გიო, კიდე მოუმათე ძმურათ რა:)
gionat
28 თებერვალი 2023 14:06
1
კარგია ამ ბოლო დროს ლეგიონერებისგან კარგი ინფორმაცია მოდის იმედია სხვებიც კარგად ითამაშებენ და შესარჩევში კარგ ფორმაში შევხვდებით
დათო
27 თებერვალი 2023 09:29
0
კვეკვესკი წიტაიშვილი აზაროვი გოჩოლეიშვილი სათადარიგო
beqa
27 თებერვალი 2023 12:12
1
აბა რა!
ყოჩაღ გიო...
ლაშა
27 თებერვალი 2023 08:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული