"კრემონეზემ" ლოჩოშვილის გარეშე სძლია "რომას"

AutoSharing Option
სერია A-ს 24-ე ტურში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „რომა“ 2:1 დაამარცხა.

კრემონული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.

„კრემონეზემ“ მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 12 ქულით მე-19 ადგილზეა და 6 მარტს გასვლაზე „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება „რომას“, 44 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 5 მარტს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

„რომას“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯმა მასთან კამათისთვის მეორე ტაიმის დასაწყისში გააძევა და პორტუგალიელი 90-ე წუთზე საერთოდ გასახდელში გავიდა.

კრემონე. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - რომა 2:1
გოლები: 1:0 ტსაჯუ (17), 1:1 სპინაცოლა (71), 2:1 ჩიოფანი (83,
პენ)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაკრების წარმატების შემთხვევაში ლოჩოს ეშველება, თუმცა თამაში უნდა გააუმჯობესოს...
ლაშა
23:39 28-02-2023
1
ბევრი აქვთ დასაქაჩი მარა იმედია დარჩებიან ... ბოლო წუთებზეც რო არ შეუშვა ეგ ტეხავს ალბათ არ ენდობა ეს ახალი მწვრთნელი იმედია ვცდები
bejo
00:03 01-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული