სერია A-ს 24-ე ტურში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „რომა“ 2:1 დაამარცხა.
კრემონული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო.
„კრემონეზემ“ მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა, 12 ქულით მე-19 ადგილზეა და 6 მარტს გასვლაზე „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება „რომას“, 44 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 5 მარტს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.
„რომას“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მსაჯმა მასთან კამათისთვის მეორე ტაიმის დასაწყისში გააძევა და პორტუგალიელი 90-ე წუთზე საერთოდ გასახდელში გავიდა.
კრემონე. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე - რომა 2:1
გოლები: 1:0 ტსაჯუ (17), 1:1 სპინაცოლა (71), 2:1 ჩიოფანი (83,
პენ)