Daily Mail: "რეალი" რონალდოს მემკვიდრეს ეძებს და შეიძლება კვარაცხელიას წელიწადში 8.76 მილიონი ფუნტი გადაუხადოს

AutoSharing Option
ბრიტანულმა "დეილი მეილმა" ხვიჩა კვარაცხელიაზე ისევ გამოაქვეყნა წერილი და აღნიშნა, რომ ქართველის დიდხანს შენარჩუნება "ნაპოლის" გაუჭირდება.

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში ცხოვრება ძალიან მოსწონს და "ნაპოლიმ", რომელიც ისტორიული ტიტულის მოპოვებას ესწრაფვის, ქართველი ვარსკვლავი თბილად მიიღო, მაგრამ რადგან ევროპული ტოპ-კლუბებისგან კარგ შეთავაზებებს იღებენ, შეძლებენ კი დაარწმუნონ, რომ დარჩეს?

22 წლის ქართველმა გარემარბმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და "ნაპოლი" სკუდეტოს მოპოვებასთან ახლოსაა. "ნაპოლის" სურს მასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააგრძელოს,
თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომელიმე წამყვანმა ევროპულმა კლუბმა ზაფხულში შეიძინოს.

"ხვიჩა კვარაცხელია ყველა ინგლისური და ესპანური ტოპ-კლუბისთვის საოცნებო
გახდა, მაგრამ როგორც "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ბილდს" განუცხადა, ფინანსური პრობლემები არ აქვთ და თავიანთი განძის გაყიდვას არ აპირებენ.

ეს რას ნიშნავს? "ნაპოლიმ" სამი ჩრდილოური გუნდის - "იუვენტუსის", "მილანის" და "ინტერის" იერარქია დაამხო და საფეხბურთო იტალიის ახალი დედაქალაქი გახდა.

ახლა კლუბს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები სჭირდება, რათა ევროპის მაღალ ეშელონებში შესვლის საშუალება მიეცეს და შეძენიდან 12 თვეში "კვარას" გასხვისება იმის მანიშნებელი იქნება, რომ უბრალოდ ძლიერი მოთამაშეების სხვა გუნდებისთვის მომზადებითაა დაკავებული.
ქართველი ტალანტის მინიმუმ ერთი წლით შენარჩუნება "ნაპოლის" ფინანსურ ანგარიშგებაში ხარჯებს შეამცირებდა და კაპიტალის 100%-ით მოგების გაზრდის შესაძლებლობას მისცემდა. ამ განსაკუთრებულმა ტექნიკურმა და ფინანსურმა ოპერაციამ "ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი ბეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩზე ერთი საფეხურით მაღლა დააყენა, რომლებმაც პოლ პოგბა "მანჩესტერს" 90 მილიონ ფუნტზე მეტად მიჰყიდეს და "იუვენტუსში" უფასოდ დააბრუნეს.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, კვარაცხელიას ისევე უყვარს "ნაპოლი", როგორც ის ნეაპოლელებს. როდესაც სტადიონზე პირველად დაინახა საქართველოს დროშები, ყურადღებამ გული აუჩუყა და დაიფიცა, რომ იტალიაში მხოლოდ "ნაპოლიში" ითამაშებს.

ქალაქში ბევრი ირწმუნება, რომ ხვიჩა რამდენიმეჯერ ნახეს პიაცა მარადონასა და ესპანურ კვარტალში, როდესაც ხალხმრავლობა არ იყო და არასოდეს უნახავთ ის ძვირფასი ავტომობილით. ქართველს არ უყვარს ფუფუნება და თვით ტელევიზია, აგრეთვე გასაუბრება, ვინაიდან ეშინია, არასწორად არ გაუგონ და არ სურს ვარჯიშისგან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. არ აქვს ტატუები და პირსინგი, მოკრძალებულად ცხოვრობს. აღფრთოვანებულია იტალიური სამზრეულოთი, მოცარელათი და კამპანიას პასტით. მისი საყვარელი კერძი "სან მარცანოა" ტომატის სოუსით, რომელსაც სახლში ხშირად უკვეთავს. ახალ წელს ყველაზე უკეთ ის ფოიერვერკები გაიყიდა, რომელსაც "ბომბა კვარა" შეარქვეს. საპარიკმახეროებში ხვიჩას ფოტოებს ნახავთ, რამეთუ ბიჭებს მისი ვარცხნილობა მოსწონთ. "კვარას" ფიგურა გამოჩნდა სან გრეგორიო არმენოს ცნობილ მაღაზიაში.

და ახლა "ნაპოლი" ძალიან ცდილობს კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, უნდათ ხელფასი გაუორმაგონ და კონტრაქტი, როგორც მინიმუმ, 5 წლით გაუხანგრძლივონ. თუმცა, ქართველის მომავალი სხვა კლუბების შეთავაზებების საფუძველზე გადაწყდება. რთული სათქმელია, როგორ იტყვის "ნაპოლი" "კვარას" ტრანსფერზე 105 მილიონ ფუნტზე უარს, როდესაც 2022 წლის ივნისში მხოლოდ 8 მილიონად შეიძინა. ნეაპოლური კლუბი მზადაა გასამრჯელო 2.19 მილიონ ფუნტამდე გაუზარდოს, მაგრამ ამ დროს პრობლემა ისაა, რომ "რეალმა", რომელიც რონალდოს მემკვიდრეს ეძებს, შეიძლება წელიწადში 8.76 მილიონი ფუნტი გადაუხადოს, ან იგივე თანხა "ბარსელონამ" შესთავაზოს. მოდით, ნუ დავივიწყებთ "ბაიერნს" და ევროპის სხვა ტოპ-კლუბებს.

მოცემულ მომენტში ხვიჩა თავის მომავალთან დაკავშირებით არავითარ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა, ცხადია, იტალიაში მხოლოდ "ნაპოლიში" ითამაშებს ან რომელიმე საზღვარგარეთულ კლუბს კარგ კონტრაქტზე დათანხმდება".

მკითხველის კომენტარები / 18 /
ნაპოლი გრანდი ვერასოდეს გახდება,ლიგაც რომ მოიგოს. პორტუმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მალევე დაიშალა, აქ ერთჯერად მოგებაზე არ რის საუბარი აქ უფრო გუნდის ისტორიაზეა, რეალი თუ მრთლა დაუძახებს დაუფიქრებლად უნდა გადავიდეს, არველაძემ ერთხელ თქვა ამასთან დაკავშირებით, რელში უნდა გადახვიდე მაშინ როცა გეძახიანო თორე მერე იყიდიან მბაპეს და ელოდე 10 წელიო და მართალიც იყო.
მამუკა
04:19 02-03-2023
2
გავიხედე და კვარას არ ადარდებს ეგრევე ამდენი მილიონი და ერთი 2-3 წელი უეჭველი გაჩერდა ნაპოლიში და ზედიზედ სკუდეტოები დადონ, თან ლიგაზე გაიწიონ, და მერე ნაპოლიშიც ექნება ამდენი მილიონები, გააღმერთებენ მართლა, მარადონას ლეგენდას ჩაანაცვლებს თუ არა გაუთანაბრდება... ხალხი შვილიშვილებს მოუყვება მისი ლეგენდის შესახებ... საბოლოოდ დაღვინდება და სპორტული ასაკის პიკში თუ აქ მოტოვაციას ამოწურავს და ახალი გამოწვევები მოუნდება მერე წავიდეს, წასასვლელი ყოველთვის იქნება... თუ ზედიზედ სკუდეტოს დადებენ, ნაკრებს სადმე გაიყვანს და იქაც კარგად ითამაშებენ, ლიგაზე გაიწევენ და დარწმუნებული ვარ სადღაც მოიგებენ კიდეც, ოქროს ბურთსაც აიღებს. პირად ტრენერს მიყვეს და მძიმე ტრავმებს აირიდებს, დანარჩენი ნიჭი აქვს რომ ამ დონეზე არ დაკმაყოფილდეს... ამ ლეგენდისთვის ღირს რამდენიმე მილიონით მეტ ხელფასზე უარის თქმა, ბოლობოლო სადმე ინვესტიციები გააკეთოს და იქიდან ექნება დიდი შემოსავლები, სარეკლამოები აქეთ იქით... გულაობას და ფულში ცურაობას მერეც მოასწრებს... აქ რო იყოს არჩევანი 10კ თუ 10 ლიმონი კაი, მარა 3 მლნ და 7 მლნ ეხლავე ან 3 მლნ ეხლა და დიდება და 7-ზე ბევრად მეტი მლნ მერე.... კვარა ამას თუ კითხულობ, დაფიქრდი კარგად... ღმერთივით იქნები
რა მაფიაა?
21:05 01-03-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული