"ვალენსია", რომელმაც, როგორც იქნა, ლა ლიგაზე გამარჯვება მოიპოვა, 5 მარტს, ჩემპიონატის 24-ე ტურში, სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
დღეს "ბილბაოსა" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ხოსე ანხელ ირიბარი 80 წლის გახდა და ამის გამო ბასკურმა კლუბმა ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს სთხოვა, მათმა მეკარეებმა შავი ფერის მაისურებით ითამაშონ.
Superdeporte-ი იტყობინება, რომ "ვალენსია" თხოვნას დათანხმდა და გიორგი მამარდაშვილი "კამპ ნოუზე" შავი ფორმით გავა.