ცნობილი გახდა, რატომ ითამაშებს მამარდაშვილი "კამპ ნოუზე" შავი ფორმით

AutoSharing Option
"ვალენსია", რომელმაც, როგორც იქნა, ლა ლიგაზე გამარჯვება მოიპოვა, 5 მარტს, ჩემპიონატის 24-ე ტურში, სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

დღეს "ბილბაოსა" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ხოსე ანხელ ირიბარი 80 წლის გახდა და ამის გამო ბასკურმა კლუბმა ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს სთხოვა, მათმა მეკარეებმა შავი ფერის მაისურებით ითამაშონ.

Superdeporte-ი იტყობინება, რომ "ვალენსია" თხოვნას დათანხმდა და გიორგი მამარდაშვილი "კამპ ნოუზე" შავი ფორმით გავა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული