leggo-ს ცნობით, 2 მარტს ნეაპოლის კაპოდიკინოს აეროპორტში თბილისიდან ჩარტერული რეისით ჩასული საქართველოს 38 წლის მოქალაქე სასაზღვრო პოლიციამ დააკავა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ.
გამოცემა იტყობინება, რომ მას 2012 წელს საბერძნეთის პოლიციამ ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობითვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მან პასპორტი 1-ელ მარტს აიღო და ნეაპოლში "ნაპოლისა" და "ლაციოს" მატჩზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის საყურებლად ჩავიდა.
შეგახსენებთ, "დიეგო მარადონაზე" ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ მატჩებს ქართველი ქომაგები სისტემატურად ესწრებიან.