ნეაპოლში კვარაცხელიას თამაშის სანახავად ჩასული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

AutoSharing Option
leggo-ს ცნობით, 2 მარტს ნეაპოლის კაპოდიკინოს აეროპორტში თბილისიდან ჩარტერული რეისით ჩასული საქართველოს 38 წლის მოქალაქე სასაზღვრო პოლიციამ დააკავა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ.

გამოცემა იტყობინება, რომ მას 2012 წელს საბერძნეთის პოლიციამ ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობითვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მან პასპორტი 1-ელ მარტს აიღო და ნეაპოლში "ნაპოლისა" და "ლაციოს" მატჩზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის საყურებლად ჩავიდა.

შეგახსენებთ, "დიეგო მარადონაზე" ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ მატჩებს ქართველი ქომაგები სისტემატურად ესწრებიან.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძაან კაი არაა ამდენი ტრიში, ტროში საჭირო დაეტიეთ სახლში, სხვასაც ყავთ ლეგიონერები, მარა არ იქცევიან ასე ხამებივით, უნახავმა რა ნახაო. აცალეთ ბიჭს მშვიდათ თამაში.
გფფ
12:31 04-03-2023
6
მკვლელი და ნაძირალა გინდა ქართველი იყოს გინდა ბერძენი, არ იმსახურებს დღის სინათლეს, ქრც საქურდლად ჩასული ქართველები. ქურდბაცაცების სახელი რომ აქვთ გავარდნილი.
Semi
13:21 04-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული