დაუშვა თუ არა "კვარამ" გოლისას შეცდომა? - ეპიზოდი სპალეტიმ განმარტა

AutoSharing Option
"ლაციოსთან" წაგებულ მატჩზე (0:1) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ისაუბრა და გაშვებული გოლის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება.

"რა დაგვკლდა? ისინი ცოტა უკეთ მოქმედებდნენ, უნარიანად კეტავდნენ ზონებს, ჩვენ კი ჩვენი თამაში ვერ ვიპოვნეთ. შეხვედრა შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო, ეს უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. თუმცა, ბევრი ისეთი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომლებშიც უფრო ლოგიკური ფრე იყო. ამიტომ მარცხს ვიღებთ და მშვიდად მივიწევთ წინ.

"ლაციოს" გოლი? "კვარა" სწორად მოიქცა, ვინაიდან ბურთი ცარიელ ზონაში იყო, თანაგუნდელების დასახმარებლად გადაიწია, შესაძლოა, სულ ოდნავ დააგვიანა. შემდეგ ვესინომ სანტიმეტრიანი ღრიჭო
ნახა და გაიტანა. ამის გაკეთება მხოლოდ ისეთ ძლიერ ფეხბურთელს შეეძლო, როგორიც ისაა.

რა ხდებოდა გასახდელში? ჩვენ წაგებას მიჩვეულები არ ვიყავით, ბიჭები დამწუხრებულები იყვნენ, მათი დამშვიდება მომიწია, ყველას ჩავეხუტე და შევაქე, რადგან მაქსიმალურად დაიხარჯნენ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ოლივეირა ძალიან ტუგადუმია. პახოდუ ტექნიკური არაა და არც დაცვაშია ვალკადავი. რუი ჯობია, ოღონდ ბოლო დროს არეული თამაშობდა, წუნი ქონდა უაზროდ ბევრი.
ანგისა ამოსაგდებია, სუფთა ტორმუზია. უკვე რამდენიმე კვირაა ხშირად სწრაფი შეტევის ნაცვლად ბურთს ათრევს, ანელებს, პოზიციურს ელოდება. არა მგონია ყოველთვის ეს ქონდეთ გეგმაში.
მე მგონი გუშინ გამოჩნდა რომ გუნდში ზოგიერთებს ოქრო განაღდებული გონიათ და ამიტომაც შეეცადნენ საკუთარი თავის წარმოჩენას გუნდურობის (ანუ კვარას დაიგნორების) ხარჯზე. სხვა სიტუაციაში ზელენსკი არ მოჟოშკავდა იმ პასებს.
იყო რამდენიმე მომენტი კიმსაც ქონდა კვარაზე გაგრძელების საშუალება და არ ქნა, პირიქით სიმჭიდროვეში წამოიღო ლოსანოს ფლანგზე.
ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ყველამ, ხშირად სწორედ კვარას ხარჯზე. ერთი ადგილი როცა არ ქვათ მერე გაახსენდათ ვინაა მთავარი კაცი.
სპალეტის ეს არ უნდა გამოეპაროს.
ნუ, ელმასი გამოჩნდა რაცაა წნეხის ქვეშ. სრული ჩოუკ.
ისე კი ნაპოლი ვერ ახერხებს ლოსანოს/პოლიტანოს ფლანგზე თამაშის სიმძიმის გადატანით გამოწვეულ მოწინააღმდეგის მიერ კვარას ოდნავ გამოთავისუფლებისას ბურთის კვარამდე სწრაფად მიტანას. ერთი პასით ვინ დაეძებს (არადა მგონი დი ლორენცოს შეუძლია ამის გაკეთება), ორითაც ვერ ახერხებენ. აქცენტის შეცვლისთვის ჭირდებათ 4-5 წამი, რაც ძალიან ბევრია და გადაწყობას ასწრებენ ნორმალური გუნდები.
ხვიჩუსი კი გამოჩნდა რომ მესამე სიჩქარით თამაშობს და თავს არ აკლავს სადაც საჭირო არაა. როგორც კი წაგების საშიშროება დადგა, მოუმატა და თან როგორ, თან ბოლო მესამედში.
Charley
03:15 05-03-2023
2
ვითომ არ დაადანაშაულა, მარა ბოლოს მაინც წაკბინა შეიძლება ოდნავ დააგვიანაო, რა და როდის დააგვიანა? რომ დაეგვიანა თავით როგორ ჩაჭრიდა პასს? ვერაა რა ეს კაცი. შიგადა შიგ.
ტტტ
00:13 05-03-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული