დუბლი და საგოლე გადაცემა - მიქაუტაძეს ლიგა 2-ში დიდხანს არ გააჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცადინეობით „მეცმა“ გასვლაზე „ანსი“ 3:0 დაამარცხა.

ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და იუსეფ მაზიზს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მიქაუტაძემ ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაუსწრო და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. გიორგის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა. მისი სამსახურით ტოპ-5 ლიგის რამდენიმე კლუბი და მათ შორის "უდინეზეა" დაინტერესებული.

„მეცი“ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და 13 მარტს ლიდერ „ჰავრს“ უმასპინძლებს.

ანსი. „პარკ დე სპორტსი“
ანსი - მეცი 0:3
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (27), 0:2 მაზიზი
(50), 0:3 მიქაუტაძე (83)

მკითხველის კომენტარები / 35 /
ყოჩაღ გიორგი!ამ სეზონში,საუკეთესო თამაში აჩვენა.ძალიან მშრომელი და მებრძოლი ბიჭია!ეძებს და პოულობს მომენტს.გოლის გატანის დაუოკებელი სურვილი აქვს და ცოტა მაღალიც რომ ყოფილიყო,ორჯერ უფრო სახიფათო იქნებოდა.არა მგონია მეცმა შეძლოს,მისი დატოვება.აუცილებლად წაიყვანენ.
სოსო
22:55 05-03-2023
0
ყოჩაღ გიო!ძაან მაგრად ითამაშე!შენში ეჭვი არასოდეს შემპარვია,ასე გააგრძელე,ყოველ თამაშში თითო გოლით მაინც გაგვახარე,ღმერთმა დაგლოცოს ჩვენი გახარებისთვის!!!
ზაზა
19:13 05-03-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული