
ამ მატჩში ანგარიში 29-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გახსნა, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე მე-12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა. ის 90+1-ე წუთზე შეცვალეს.
„მეცი“ 41 ქულით მეოთხე ადგილზეა და 4 მარტს სტუმრად „ანსის“ შეხვდება.
ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ 27 თებერვალს გასვლაზე „ამიენს“ დაუპირისპირდება.