დუბლი და საგოლე გადაცემა - მიქაუტაძეს ლიგა 2-ში დიდხანს არ გააჩერებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცადინეობით „მეცმა“ გასვლაზე „ანსი“ 3:0 დაამარცხა.

ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და იუსეფ მაზიზს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

მიქაუტაძემ ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაუსწრო და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. გიორგის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა. მისი სამსახურით ტოპ-5 ლიგის რამდენიმე კლუბი და მათ შორის "უდინეზეა" დაინტერესებული.

„მეცი“ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და 13 მარტს ლიდერ „ჰავრს“ უმასპინძლებს.

ანსი. „პარკ დე სპორტსი“
ანსი - მეცი 0:3
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (27), 0:2 მაზიზი
(50), 0:3 მიქაუტაძე (83)

მკითხველის კომენტარები / 35 /
მესამე გოლი კი მაგარი გაიტანა გიომ, სამი ფახბურთელი მოატყუა და მეკარეს ცაციათი გაუტანა!
მიმიქარავს ბეტმენი ოსიმენი:-)
ლაშა
05 მარტი 2023 00:52
0
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ეს ისეთი ალღოიანი ცენტრ ფორვარდია უეჭველი "გაქაჩავს" ფიორენტინა, ტორინო, იგივე უდინეზეს ან სხვა ათეულისთვის მებრძოლ იტალიურ კლუბებში ძირითადს და მწვრთნელი თუ მას სრულ ნდობას გამოუცხადებს პირობას ვდებ მინიმუმ პლიუს ათ გოლს გადასცილდება სერია ას ყოველ სეზონში.
Charley
05 მარტი 2023 00:50
1
წარმატებები გიო ნორვეგიასთანაც!
ლიდერ ჰავრის დამარცხება კი მაგარი იქნება!
ლაშა
05 მარტი 2023 00:42
0
მალე აგეხდინოს ძმაო ოცნება და გადასულიყავი პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გრანდში. კვარაზე და მამარდაზე ნაკლები კაცი არ ხარ. უსაზღვროა შენი შესაძლებლობები, მაგრამ ჯერ მეცს დაეხმარე ლიგა 1ში დასაბრუნებლად. ყველაფერი მოვა თავის დროზე კაცს თუ მოთმინების უნარი და პროფესიონალიზმი აქვს
Haaland
05 მარტი 2023 00:42
0
ძალიან ძლიერია მგონი,22 წლისა თან,ეს თამაში არ მინახავს ჯერ მაგრამ,წინა მატჩი რრო იტანს იქ ისე იხსნება და ერთი შეხებით ურტყავს ტოპები როგორც მოძრაობენ ისე,დილეტანტური აღწერა გამომივიდა მაგრამ ამ ბიჭით გაოცებული ვარ,ამას მეტი სითბო უნდა ვაგრძნობინოთ მეგობრებო.სითბოზე და მხარდაჭერაზე უნდა ვცადოთ და ჩვენი ნაკრების ყველა წევრს თანაბრად უნდა მხარდაჭერა,კი ხვიჩა გამორჩეულია მაგრამ დარწმუნებული ვარ მასაც ეს ენდომება,თან რო არ გვყავდეს მაგრები კიდე ჰო)) რა დრო მოგვივიდა!!ერთი სექტორი სკაუტები იქნება თურმე საქ vs ნორ როგორც ჩვენს ისე ნორვეგიელთა სანახავად!ჟორჟ კიდევ ერათხელ ბრავოო!!!
მირო
05 მარტი 2023 00:35
1
ჯეიმი ვარდის მაგონებს გიო რატომღაც,აღნაგობითაც და სათამასო სტილითაც.ასევე მგონია,რომ ნიჭით და პოტენციალით ლაუტარო მარტინესზეც არანაკლები ფორვარდია.კარგი იქნება თუ გადავა ან უდინეზეში და ან ჯენოაში(თუ გადმოვიდა სერია ა-ში).
Მეზღვაური
05 მარტი 2023 00:26
3
ჯეიმი ვარდის რას უწუნებ? ადამიანმა პრემიერლიგა მოიგო,1ჯერ ბომბარდირი გახდა პრემიერიგის(2019-2020),1ჯერაც თანაბომბარდირი (2015-2016).ადამიანმა იგულისხმა რომ სიმაღლით,სათამაშო სტილით,სისწრაფით და გოლის ალღოთი ვარდის მაგონებსო.პრაიმ ვარდი მართლაც კარგი ფორვარდი იყო.აბა ახლა კეინს-ლუკაკუს-ლევანდოვსკის-ოსიმენს ხომ არ შეადარებდა?ისინი ტიპიური ცენტრფორვარდები არიან.
duscatto-ს
05 მარტი 2023 17:16
0
jeimi vardi ara oleg bloxins kide.
duscatto
05 მარტი 2023 01:54
15
ნაკრებშიც გაიტანე გოლები გიო!!!
ლიზა
05 მარტი 2023 00:23
1
ჟორჟი აღარ ხუმრობს და კიდევ უფრო მეტიც შეუძლია, მთავარია ეხლა არ შეცდეს ჩემპინატის და გუნდის შერჩევაში, თორე დიდხანს აქ რო არავინ გააჩერებს ფაქტია
სანდრო
05 მარტი 2023 00:12
0
მაგარ ფორმაშია, 90წთ მოძრაობს, 2-3 კაცს უპრობლემოდ ატყუებს, გოლები გააქვს, პასებს აკეთებს, სტადიონზე ქართულ დროშას აფრიალებინებს! - მეტი რა ქნას ამ ბიჭმა! დანარჩენს საქართველოს ნაკრებში გააგრძელებს იმედი მაქვს! კვარას და ჩაკვეს გვერდით იმედია მეტს იზამს!
ვაჟა მასწავლებელი
05 მარტი 2023 00:11
0
დიდებული ჟოღჟ!
ბრწყინვალე იყო მთელი თამაში!
განსაკუთრებით მესამე გოლი მომეწონა: სამი მცველი სახტად დატოვა გიორგიმ და მეკარეს მარცხენათი ქვედა დაბალ კუთხეში შეუცურა და შეუსრულა!
ბესო შიოშვილი
05 მარტი 2023 00:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული