ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და იუსეფ მაზიზს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
მიქაუტაძემ ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაუსწრო და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. გიორგის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა. მისი სამსახურით ტოპ-5 ლიგის რამდენიმე კლუბი და მათ შორის "უდინეზეა" დაინტერესებული.
„მეცი“ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და 13 მარტს ლიდერ „ჰავრს“ უმასპინძლებს.
ანსი. „პარკ დე სპორტსი“
ანსი - მეცი 0:3
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (27), 0:2 მაზიზი (50), 0:3 მიქაუტაძე (83)
ბრწყინვალე იყო მთელი თამაში!
განსაკუთრებით მესამე გოლი მომეწონა: სამი მცველი სახტად დატოვა გიორგიმ და მეკარეს მარცხენათი ქვედა დაბალ კუთხეში შეუცურა და შეუსრულა!
ჩემი აზრით თუ მეცი გადავა ლიგა 1 ში აუცილებლად უნდა დარჩეს მეცში რადგან იქ გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია და მიზდის თამაში და თუ მეცი ვერ შეძლებს მაშინ აუცილებლად უნდა წავიდეს სხვა გუნდში გიორგი ნამდვილად ცოდოა 2 სეზონშიც მე 2 ლიგისთვის თან როცა ასეთი შედეგები აქვს და აშკარად ძალიან აქვს მომატებული სეზონის ბოლოს ბევრი მსურველი გამოუჩნდება.
წარმატებები გიორგის!