ფერანის გამოუყენებელი პენალტი და არაუხოს გაძევება - მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 24-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ვალენსიას“ 1:0 სძლია.

დებიუტში სტუმრები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, თუმცა დაწინაურება მასპინძლებმა მოახერხეს, როდესაც ჩაწოდებულ ბურთზე მამარდაშვილს რაფინიამ დაასწრო. აქედან მოყოლებული „ბარსა“ უპირატესობას დაეუფლა, გიორგიმ ფერან ტორესს არ დაანება გატანა. შანსები „ღამურებსაც“ მიეცათ, მაგრამ კორეიამ და ლინომ ვერ გამოიყენეს.

შესვენების შემდეგ კატალონიურმა გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა: კუნდეს დარტყმული ბურთი ხელზე გილიამონს მოხვდა და პენალტი ფერან ტორესმა ვერ გამოიყენა (ბურთი ძელს მოხვდა), მორიგი იერიშისას ბურთი ძელს უკვე ფატიმ გაარტყა. 59-ე წუთზე კი „ბარსელონა“ რიცხობრივ უმცირესობაში
დარჩა - არაუხომ დურო წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. 86-ე წუთზე კესიესთან კონტაქტის მერე პერესი საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია და "ვალენსია", რომელმაც ერთადერთხელ დაარტყა ბურთი მოწინააღმდეგის კარში (90+5-ე წუთზე), მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

„ვალენსია“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 12 მარტს „ოსასუნას“ უმასპინძლებს.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 89 644 მაყურებელი
ბარსელონა - ვალენსია 1:0
გოლი: რაფინია (16)
გაძევება: არაუხო (59)
გამოუყენებელი პენალტი: ფერან ტორესი (55)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ყველა თამაში უშვებს ფატალურ შეცდომას მამარდა,დაკარგავს ადგილს ძირითადში. 1 დაურტყეს რეალურად და ისიც გაუტანეს.
Რერო
05 მარტი 2023 21:55
20
გამოსვლებზე მართებს ძალიან დიდი მუშაობა, რაღაც ვერ საზღვრავს მანძილს ბურთამდე და ბურთის მოძრაობის სიჩქარეს.
მამუკა
05 მარტი 2023 21:51
0
კი ნამდვილად ეგრე ჩანს, გამოსვლებზე არადამაჯერებელია ძალიან. საერთოდ რომ არ გამოსულიყო, დაარტყამდა რაფინია და პირდაპირ ხელში მიუვიდოდა ბურთი სავარაუდოდ...
ზურა
05 მარტი 2023 22:56
1
ვუყურე ბარსას თამაშს და დავრწმუნდი, რო დიდებული ბარსასგან მარტო სახელიღა თუ დარჩა. მიუხედავად გამარჯვებისა, თამაში იყო 0-ი. ჯერ ამ პენალტის დარტყმაზე რა პატარა ბავშვებივით იქცეოდნენ, იმიტომაც გააცუდა ამ უნიჭო ტორესმა. ეეჰ? წარსულის ბრწყინვალე ბარსავ? რა იყავი და რას ვუყურებთ ეხლა???!!!!
ნოსტალგია შემომაწვა.
05 მარტი 2023 21:47
5
მარტო მოგებაში არ არის საქმე, ადრინდელი ბარსა იგებდა თამაშებს, ლამაზი თამაშის ხარჯზეც! ეხლა? უმართლებთ, მაგრამ თამაშის ხარისხი ძალიან დაბალი! მერე, წესიერად ჯარიმებს ვერ ურტყამენ. ერთი სიტყვით ბარსამ დაკარგა თავისი ხელწერა, რითიც ასე უყვარდათ და მოსწონდათ გულშემატკივრებს.
ნოსტალგია
06 მარტი 2023 09:44
0
მარტო ეგ სახელი რო ლა ლიგას იგებს ისე რო თითქმის გოლს არ უშვებს თავის ბულკ რეალს რო ისე უგებს კარში არ არტყმევინებს და თან ოთხი ძირითადის ფეხბურთელი აკლია მაგარია რა გინდა.
barca
06 მარტი 2023 00:14
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული