ეს უნდა ნახოთ! მიქაუტაძემ ვარჯიშზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზას ჩინებულ ფორმაში ხვდება. ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ის ბოლო 2 ტურში 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა, უშუალოდ გათამაშებას კი 14 გოლით ლიდერობს (აქტივში 6 ასისტიც აქვს).

GEO TEAM-ი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" "მეცის" ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მიქაუტაძემ ქუსლით ჩინებული გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მარტში 2 შეხვედრას გამართავს, ჯერ 25 მარტს მონღოლეთს (ამხანაგური) შეხვდება, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე - ნორვეგიას.

რაც შეეხება "მეცს", ფრანგული გუნდი 26 ტურის
შემდეგ 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მეორეადგილოსან "ბორდოს" (ზურიკო დავითაშვილი თამაშობს) კი 2 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბევრი წერს რომ მიქაუტაძე უნდა წავიდეს შემდეგ სეზონში მეციდან ჩემი აზრით მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს თუ მეცი ვერ შეძლებს ლიგა 1 ში გადასვლას მაგრამ თუ გადავა აუცილებლად უნდა დარჩეს რადგან მეცში აშკარად კარგად არის მიზდის თამაში გოლები გააქვს გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია კარგად არის გუნდთან შეთამაშებული თავის პოზიციაზე კონკურენტი არ ჰყავს და დარწმუნებული ვარ რომ ლიგა 1 შიც ისევე კარგი იქნება როგორც ახლა ლიგა 2 შია თუ ლიგა 1 შიც ასეთივე კარგი იქნება დღეს თუ იწერება უდინეზე ტორინოზე და ჩემპიონშიპის გუნდებზე ლიგა 1 ში კარგი თამაშის შემთხვევაში უკვე ივენტუსზე პსჟზე და არსენალზე დაიწერება.
zaza
14:22 10-03-2023
3
უძლიერესი გოლია, თუმცა ძველი გადაღებული!
გიორგი ამჟამად ყველაზე საუკეთესო ფორმაშია, როგორში არასოდეს ყოფილა და ძალიან კარგია, რომ სწორედ ახლა ხვდება ლიგა 2-ის ლიდერს, ჰავრს!
ლაშა
12:34 10-03-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული