"ატალანტასთნ" მოგებულ საშინაო მატჩში (2:0) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, გოლი გაიტანა და ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - Whoscored-მა 8.61 დაუწერა, Sofascore-მ კი - 8.
მატჩის მიმოხილვაში ნეაპოლური კლუბის საიტმა ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
"კვარაშოუ - ზეციური სინათლის ანარეკლი "მარადონას" მე-60 წუთზე ანათებს. კვარაცხელია ვარსკვლავურ ორბიტაზე შედის, მეურვეებს იცილებს, ბურთი ხავერდოვანი მოძრაობით მარჯვენა ფეხზე გადააქვს და მთელი დინამიკითა და სიძლიერით ულამაზეს გოლს იტანს, რომელიც როგორც თანამედროვე, ასევე რომანტიკულ ფეხბურთს მოგაგონებთ და ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშია.
ასე იხსნება
შეხვედრაში ანგარიში, კლასიკური პორტრეტითა და სულისშემძვრელი სანახაობით. "ატალანტამ" ქართველს ორჯერ არ გატანინა, ვიდრე მან მათ კარს გასაღები არ მოუძებნა. საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე რაჰმანიმ უპირატესობა გაზარდა. "ნაპოლიმ" გამარჯვება დაიბრუნა და სტადიონის ძახილი სულ უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება, როდესაც ვუნდერკინდი იბადება. ეს "კვარას" ნათებაა - ყველაზე ნათელი ვარსკვლავი ცისფერ ცაში".