"ატალანტასთან" ნამატჩევს (2:0) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თამაში DAZN-სთან მიმოიხილა და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გატანილი გოლით აღფრთოვანება ვერ დამალა:
"ეს მხიარული კვირა იყო, 20-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ დავმარცხდით და დავინახეთ, რამდენად სწრაფად დაესხა გუნდი მსხვერპლს თავს. ეს წარმოუდგენელი იყო. ასეთი გულშემატკივრების წინაშე მაღალი მიზნები უნდა დაისახო. არ შეიძლება სეზონის დაწყების წინ თქვა, რომ სურვილი მესამე ადგილზე გასვლაა.
კვარაცხელია მეურვეთა მოტყუების გასაკვირ უნარს ფლობს. თუ მეტოქე ზურგით მოუბრუნდება, მისთვის ყველაფერი დასრულებულია. კარგი თამაშისთვის მინდა შევაქო. დაცვაში ორჯერ აართვა მოწინააღმდეგეს ბურთი, მერე
კიმი ყოველ შეხვედრაში მინიმუმ 20 დაუჯერებელ რამეს აკეთებს. მე მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ მცველად ვთვლი. როდესაც ბურთით გარბის, შეუძლია 5 წამში მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩაირბინოს. სერიოზულად არ დაშავებულა. ვუთხარი, რომ არაფერი არ მოიგონოს და ხვალ ვარჯიშზე ველი".
საოცარი გოლი რომელმაც ფაქტიურად მატჩის ბედი გადაწყვიტა!
ამდენი მცველის ერთად მოტყუება და გატანა თან ასეთ კომპაქტურ ბრძოლაში მართლაც საოცრებაა
გაიხარე ხვიჩა ყოველთვის ისე როგორც ჩვენ გვახარებ!!!