"კვარაცხელიას გოლის ყურება უსასრულოდ შეიძლება - ის მესია საუკეთესო წლებში" - ესპანური მედია გაოგნებულია

AutoSharing Option
"ატალანტასთან" მოგებულ მატჩში (2:0) "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა თამაშმა და გოლმა, რომელიც 8 მეტოქის გარემოცვაში მყოფმა გაიტანა, ესპანური სპორტული მედია აღაფრთოვანა.

sport.es: "შეუძლებელია კვარაცხელიამ საუკეთესო წლებში ლეო მესი არ მოგაგონოს. როგორი გოლი გაიტანა! ის ახალი ევროპული სენსაციაა. მან "ატალანტასთან" მარტომ ნახევარი გუნდის წინააღმდეგ მყოფმა მოახერხა ანგარიშის გახსნა - გოლით, რომელიც საუკეთესო მესის მოგვაგონებს".

Mundo Deportivo: "22 წლის კვარაცხელიამ ამ სეზონში უკვე 12 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა და რამდენიმე ევროპული გიგანტი კლუბის თვალთახედვის არეში მოექცა, რომელთა შორის, როგორც
ჩანს, "რეალი" უფრო მომგებიან მდგომარეობაშია, რათა მისი გადაბირება შეძლოს".

AS: "ქართველის დონეზე ბევრი ფეხბურთელი არ არის. შესანიშნავი გოლი გაიტანა და ამას უსასრულოდ შეიძლება უყურო. მისი ფასის ზრდა დაუსრულებელია. ამ გოლმა ნეაპოლელი ფანები ისევ გააგიჟა".

MARCA: "კვარადონას" კიდევ ერთი შოუ. "ატალანტასთან" "ნაპოლის" თამაში მარტივი არ გამოვიდა. ბერგამოელებმა "მარადონაზე" "ლაციოს" შედეგის მიღწევა განიზრახეს. ანგარიში 0:0 იყო, ვიდრე ქართველმა გარდამტეხი გოლი არ მოიგონა. მორიგი შედევრი და გამარჯვება მისი კოლექციიდან. რამდენია ახლა მისი ფასი? ყოველდღე მატულობს, ეს ცხადია".

altსპალეტი: კვარაცხელიამ მარადონას დონის გოლი გაიტანა - ვერავინ მიხვდება, რომელი მიმართულებით წაიწევს წინ

alt"კვარაცხელია ზეციური სინათლის ანარეკლია" - გაეცანით ხვიჩას შეფასებებს

alt"მამა მია! მამა მია!" - რეაქცია ხვიჩას გოლზე [VIDEO]

altქართველი ფენომენის გარდამტეხი და ჩინებული გოლი - "ნაპოლიმ" მოიგო და "ინტერს" 18 ქულით გაექცა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
ხვიჩა შეუფასებელი მარგალიტია, შენ გაიხარე მაგარო კაცო !!!
გიორგი
12 მარტი 2023 04:42
1
მარგალი-ტი-ა ტიანადაც და ტის გარეშეც.
გომორძგუა ირ შარას მარგალურ გენც❤️
MARGALONA
12 მარტი 2023 11:30
2
მგონი ეს ისაა, რაც ჯერ ხალხს არ უნახავს.
მესის იმიტომ ადარებენ, უკვე ნანახი ჰყავთ და იციან საუკეთესოობის საზომი მესი, მარადონა, პელე და კიდე სხვები არიან. ხალხი შედარებას იმაზე აკეთებს, რაც აქამდე ნანახი აქვს და იმას ვერ ხვდება, რომ შეიძლება აქამდე არ ნანახთან ჰქონდეთ საქმე.
ვიცი მესის ისეთი გოლები, სადაც რამდენიმე მცველი ეხვია მაგრამ რაც წუხელ ხვიჩას გოლზე მოხდა, მსგავსი არ მინახავს. კაი მე შეიძლება არ ვარ პროფესიონალი მცოდნე ფეხბურთის მაგრამ რომ გადავხედე გამოთქმულ აზრებს, თითქმის ყველა წერდა, რომ არ უნახავთ აქამსე მსგავსი. ვამ ბასტენმაც კი გააკეთა კომენტარი. გუტიც გამოეხმაურა.
7-8 კაცი ეხვია და სასწაული გოლი გაიტანა.
სასწაულია მოკლედ!
Skeleton
12 მარტი 2023 11:45
5
იმ მომენტზე რატომ არ ამახვილებენ ყურადღებას, როცა ხვიჩამ ორი მოწინააღმდეგე მოატყუა და წაქცევის ზღვარზე პასი მაინც გააკეთა?
ქართველი
12 მარტი 2023 11:33
3
გაიხარე შვილო ისე, როგორც შენ ჩვენი გულები გაახარე.
ქართველი
12 მარტი 2023 09:20
3
უმაგრესი გოლია და მაგარი ამბებია ამ ბოლო დროს . კალათბურთელები გავიდნენ, საღინაშვილმა გასპარინს მოუგო, დვალიშვილმა რუსი მებძოლი პიოტრ იანი წაიგდო. საღოლ ასე გააგრძელეთ
ზურა
12 მარტი 2023 14:06
2
ჩვენი ბრილიანტის ბიჭი ხვიჩა. სპორტალზე რამოდენიმაჯერ იყო კომენტრები რომ გადამეტებული წარმოდგენა გვაქვს თურმე. კრიტიკოსებო, მე კი გეუბნებით ეს მხოლოდ დასაწყიაია. ყველაფერი წინა გვაქვს, ეს ბიჭი კიდევ ბევრ ბედნიერ სიხარულს და სიამაყეს გვაჩუქებს.
G.LA
12 მარტი 2023 09:26
3
თავისთავად გოლი ხომ ბრწყინვალე იყო,შესრულებით,მაგრამ უკან რომ გადავახვიე,აშკარად გამოჩნდა,რომ ეკრანზე,საჯარიმოში მყოფი 7 ატალანტას ფეხბურთელი და მერვე კიდევ მეკარე ჩანდა,ერთადერთი კაცის,ხვიჩას წინააღმდეგ.8 კაცი,ერთის წინააღმდეგ და მაინც გაუტანა!ფანტასტიკა ,სხვა რაღაა?!
სოსო
12 მარტი 2023 09:01
2
ვან ბასეტმაც ეს თქვა.
რატი
12 მარტი 2023 12:37
3
მიდი,ხვიჩა,გენაცვალე,იქროლე და იელვარე;მიეც ნეაპოლს სკუდეტო,გააგიჟე,გაახარე;ჩვენ კი,შენი საქართველო,-ევროპაზე გაგვიყვანე!!!
დრანდელი
12 მარტი 2023 07:55
2
თუ ნაპოლი არ გაუშვებს ხვიჩას არსად,რასაკვირველია გახდება ნომერ 1 ფეხბურთელი,როგორიც იყო მარადონა,ან თუნდაც ლიონელ მესი,იმიტომ რომ სწორედ ესეთ ფეხბურთზე შეყვარებულ,გაგიჟებულ ქალაქებში თამაშით და ცხოვრებით იღებენ მსგავსი ფეხბურთელები იმ ენერგიას რაც მათ ეხმარებათ შედეგის მისაღწევად!იმედია ლაურენტისი ნეაპოლისთვის ამას გააკეთებს,რადგანაც მისი ძეგლიც დაიდგმება ამ ქალაქში!
ზაზა
12 მარტი 2023 09:58
3
პასს უგვიანებენ ძალიან
როცა სიჩქარედი მისცეს შედევრი შექმნა
უთუოდ გამარჯვება ხვიჩას დამსახურებაა
მხოლოდ წინ წინ გევლოს ჩვენო ხვიჩა
გიორგი
12 მარტი 2023 07:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული