"ნამდვილი ჯორჯ ბესტია" - კვარაცხელიას ზღაპრულ გოლზე გამოხმაურებები არ წყდება

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლიმ" სახლში "ატალანტა" 2:0 დაამარცხა."პარტენოპეის" რიგებში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

შეხვედრას სოციალური ქსელის მეშვეობით ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე ადანი გამოეხმაურა, რომელმაც ჩვენებური ჩორჩს ბესტს შეადარა.

კვარაცხელიას გოლის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვიჩა ნამდვილი ჯორჯ ბესტია!

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "კვარას" ანგარიშზე ყველა ტურნირზე 28 მატჩში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.

"ნაპოლი" 68 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 18 ქულით უსწრებს, 16 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე "აინტრახტს" უმასპინძლებს, ხოლო
19 მარტს იტალიის პირველობაზე გასვლაზე "ტორინოს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჯორჯ ბესტიო?!მაშინ მაგის წამალი,რეზო ძოძუაშვილი იყო.ძალიან,ძალიან მაგარი ფეხბურთელი,მაგრამ ხვიჩას, ვერც ბატონი რეზო შეაჩერებდა,ბესტისაგან განსხვავებით.
სოსო
12:40 12-03-2023
5
გოლი მართლაც ზღაპრული იყო. ეს შედევრი იმიტომ გაკეთდა, რომ გადაცემისთვის გახსნილმა ხვიჩამ ბურთი მოძრაობაში მიიღო, მოძრაობდა დაცვაც, რომლებმაც ქაოტურად დაიწყეს დაცვის ხაზის გამაგრება, ასეთი გარემო კი ხვიჩასთვის ისეა, როგორც წყალი თევზისთვის. სწორედ ამას ვერ ამჩნევს სპალეტი და არ მიუთითებს თავის ფეხბურთელებს, ხვიჩას გახსნილს მოძრაობაში მიაწოდონ ბურთი. თუ არა რა გამოდის? ხვიჩას წინ მეურვე ყოველთვის უდგას, მიაწოდებენ გაჩერებულ ხვიჩას ბურთს და ამასობაში მის წინ მეორე მცველი ჩნდება, ხვიჩაც იძულებულია ბურთი უკან დააბრუნოს.
ჟორა გაბრიჭიძე
15:58 12-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული